ქუთაისის ე.წ. მწავნე ბაზარში მოვაჭრეებს წნევის გაზომვის
მომსახურებით ვახტანგ კუჭუხიძე 8 წელია ემსახურება.
ის გვიყვება, რომ მისი ბავშვობის ოცნება გამხდარიყო ექიმი, მხოლოდ
ამით აიხდინა.
"მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე. წლების
განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე თურქეთში ვმუშაობდი. ოჯახისთვის
წნევის აპარატი შევიძინე და ვიფიქრე, წნევის გაზომვა ჩემს
ბიზნესად მექცია. წლებია უკვე მხოლოდ ამაზე ვმუშობ და ამით ვარჩენ
ოჯახს", – გვიყვება ვახტანგი.
როგორც თავად ამბობს, წნევის პრობლემის მქონე მოვაჭრეებს
მედიკამენტებითაც ამარაგებს.
მისთვის სამუშაო დღე 12:00 საათზე იწყება და ოთხ საათში სრულდება.
ვახტანგი გვიყვება, რომ წნევის გასინჯვა პირველადი სამედიცინო
დახმარება, რომელიც ყველას ყოველთვის სჭირდება. შესაბამისად, საქმეც
და მცირეოდენი შემოსავალიც ყოველთვის ექნება.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები