საბჭოთა მარშალის მძღოლის ცხოვრება ნანგრევებში(ვიდეო)
11:50 / 19.12.2018
აფხაზეთიდან დევნილი, 75 წლის მურმან მაისურაძე, 25 წელია ყოფილი
სკოლის ამორტიზებულ შენობაში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
საბჭოთა კავშირის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მარშალ ანდრეი გრეჩკოს
მძღოლი და აფხაზეთის ომის მონაწილე, თავს სამხედრო პენსიით
ირჩენს.
მურმან მაისურაძისთვის, რომელმაც ბრძოლების დროს ორივე თვალში დაკარგა
მხედველობა, ერთადერთი იმედი მეუღლეა.
ასაკოვან ცოლ–ქმარს მალე აქ ცხოვრების საშუალებაც აღარ ექნება.
დევნილთა საცხოვრებელი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა. ახალი მეპატრონე
კი შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებს.
მურმან მაისურაძე და ციცინო გოგოლიძე ბინის მიღებას რამდენიმე წელია
ელოდება. დევნილთა სამინისტრო, რომელმაც მათ ორივე ვაჟს ფართები გასულ
წელს გადასცა, მიიჩნევს, რომ მურმან მაისურაძე ბინით უკვე
დაკმაყოფილებულია, რადგან იგი ერთ–ერთ შვილთანაა ჩაწერილი. რაც
შეეხება ციცინო გოგოლიძეს, იმის გამო, რომ მას განაცხადი ცალკე აქვს
შევსებული და არც ერთ შვილთან არ წერია, უწყებამ გადაწყვიტა, რომ ბინა
არ ეკუთვნის.
ამ პოზიციაზე სამინისტრო მანამდე იდგა, ვიდრე ციცინო გოგოლიძე
ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში საქმეს მოიგებდა.
ახლა კი უწყებაში აღიარებენ, რომ აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონის
საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოუწევთ, თუმცა, უცნობია,
როდის.
მანამდე, ასაკოვანი ცოლ–ქმარი, შესაძლოა, მაინც ღია ცის ქვეშ
აღმოჩნდეს, რადგან #1 ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, გიორგი
მიმინოშვილმა, რომელმაც დევნილთა საცხოვრებელი შეიძინა, შენობის
დაცლის მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები