მისი თქმით, ამ პროტესტი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის
აქტუალიზაციაა.
გიგას აზრით, მძიმე სოციალური პირობების ფონზე ოკუპაციის თემა უკან
პლანზე იწევს, რაც დაუშვებელია.
ის ამბობს, რომ სწორედ ეს იყო მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს
დაიწყო. 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27
სექტემბერს სოხუმი დაეცა, ორი დღის შემდეგ ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი
- გალი. კონფლიქტის შედეგად საქართველომ დაკარგა კონტროლი აფხაზეთის
რეგიონზე. ომს ემსხვერპლნენ როგორც ქართველი, ასევე, აფხაზი
მშვიდობიანი მოქალაქეები. აფხაზეთში მცხოვრებ ათასობით ქართველთან
ერთად საკუთარი სახლების დატოვება იქ მცხოვრებ სხვა ეთნიკური ჯგუფის
წარმომადგენლებსაც მოუწია.
მასალის გამოყენების პირობები