დაცულია თუ არა ხანძრისგან ქუთაისში არსებული მუზეუმები? (ვიდეო)
13:20 / 10.09.2018
რამდენიმე დღის წინ ბრაზილიაში ეროვნულ მუზეუმში ხანძარი გაჩნდა და 20
მილიონამდე ექსპონატი დაიწვა.
რამდენად დაცულია სახანძრო უსაფრთოება ქუთაისის მუზეუმებში?
ქუთასში 6 სახელმწიფო მუზეუმია, რომლებიც უნიკალურ ესპონატებს
ინახავენ. შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას იძენს მათი სახანძრო
უსაფრთოება.
სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი ყველა მუზეუმში ერთი და იგივე
მოთხოვნას აყენებს.
მუზეუმთან მიმართებაში უსაფრთოების სტანდარტი გაცილებით მაღალ
მოთხოვნას აყენებს, ვიდრე სხვა ობიექტების შემთხვევაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ქუთაისის მუზეუმთა
ნაწილს შენიშვნები და რეკომენდაციები მიეცათ.
"ცეცხლმაქრების შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ ექსპონატი არ დააზიანოს.
მთლიანად შენობაში უნდა იყოს გამართული შიდა სახანძრო
წყალგაყვანილობის სისტემა, სახანძრო ონკანები. შენობაში უნდა იყოს
შემუშავებული ექსპონატთა და მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის გეგმა
შენობაში უნდა იყოს ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია კვამლზე ან
ტემპერატურაზე, ანუ ხანძრის აღმომჩენი მაუწყებლებით. საგამოფენო
დარბაზებში ხანძრის ჩაქრობის წყლის, ან გაზის ავტომატური სისტემები
უნდა იყოს განთავსებული - ექპონატები რომ არ დააზიანოს ისეთი.
პერონალი უნდა იყოს გადამზადებული. თვეში ერთხლ უნდა ხდებოდეს
გადამზადება", - აღნშნა საგანგებო სიტუააციების მართვის სამსახურის,
ზედამხედველობის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს დირექტორის
მოადგილე გიორგი კოდალაშვილი.
მისი განმარტბით ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი კომპონენტი მნიშვნელოვანია
გამონაკლისის გარეშე. სხვაგვარად სახანძრო უსაფრთხოება ვერ იქნება
გარანტირებული.
უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის 177 -ე მუხლი.
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან კანონი მკაცრდება და ჯარიმები
ათმაგდება, მათი ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე გაიზრდება.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები