ბოლო გაჩერება - მიტოვებული მატარებლის ვაგონები ქუთაისში (ვიდეო)
15:47 / 13.07.2018
მატარებლის ხუთამდე ვაგონი ქუთაისის რკინიგზის სადგურში წლების წინ
ბოლოჯერ გაჩერდა.
დღესდღეობით მიტოვებული, ჟანგმოდებული ვაგონები გაძარცვულია და
მცენარეებით არის დაფარული. შემორჩენილი ნაწილები კი იქვე ახლოს არის
მიმოფანტული.
ვაგონების ბოლო
გაჩერება
საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული ქონება
რკინიგზამ აუქციონის გზით გაყიდა და მისი გატანის ვალდებულება
გამარჯვებულ კომპანიას აქვს. თუმცა, კონკრეტულად როდის მოხდება
ნარჩენების გატანა ტერიტორიიდან, რკინიგზაში ვერ ასახელებენ.
რას უშვრებიან გამოუყენებელ მატარებელს
საზღვარგარეთ?
საქართველოში არსებული პრაქტიკით, გამოუყენებელი მატარებლის ვაგონებს
ჯართად აბარებენ. საზღვარგარეთ კი მათ სხვა ფუნქციას უძებნიან.
გამოცემა
"Wide Open Spaces" -ს მიხედვით, გამოუყენებლ მატარებლებსა და
ვაგონებს ოკეანის ფსკერში უშვებენ. მანამდე მათ ასუფთავებენ.
ფოტოგრაფი სტივენ მელონი მატარებლების და მათი ვაგონების ამ პრცესს
იღებს.
გამოცემის ცნობით, ვაგონების ოკენის ფსკერზე გაშვება სულაც არ
ნიშნავს გარემოს დაბინძურებას და ის, პირიქით, ოკეანისთვის
სასარგებლოა.
ოკეანის ფსკერზე ჩაშვების შემდეგ ვაგონები თევზებისა და
წყალმცენარეებისთვის საცხოვრებელი სახლი ხდება.
გამოცემის თანახმად პროექტი 10 წლის წინ დაიწყო და დღემდე უკვე 3 000
მატარებელი და გემი ჩაუშვეეს ოკეანის ფსკერზე.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები