ვიდეო
75 წლით დაგვიანებული წერილი ოჯახს - შინმოუსვლელი ჯარისკაცის ისტორია (ვიდეო)
FaceBook

"უგზოუკვლოდ დაკარგული ქალაქ ტაგანროგის საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს. ის სამტრედიის სოფელ ჭაგანში დაბადებულა, ცოლს აგრაფინა ჰქვია,"-  ამ წერილმა აგრაფინასთვის 75 წლით დაიგვიანა.


აგრაფინა მეუღლის შინ დაბრუნებას მთელი სიცოცხლე ელოდა, მაგრამ ქმრის ხატად მხოლოდ ფოტო დარჩენია.

ჯარისკაცის შესახებ  ცნობები,  75 წლის შემდეგ, შვილმა მიიღო. მერი მანჯგალაძეს დაზუსტებული ინფორმაცია  "ქუთაისიპოსტმა" შეატყობინა.

მერი დედის მსგავსად, 7 წლის ასაკიდან ელოდა მამის დაბრუნებას 



მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული ქართველების დოკუმენტები  ქალაქ ტაგანროგის საარქივო მასალებში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ომის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით, ამ ადამიანების  პირადი საბუთები უნდა გაენადგურებინათ, თუმცა, არქივის მაშინდელმა პერსონალმა დოკუმენტაცია საიდუმლოდ შეინახა. ამ ცნობებთაგან ერთ-ერთი კი გვიყვება, რომ 1905 წელს დაბადებული დომენტი მანჯგალაძე, საკონცენტრაციო  ბანაკში მოკლეს და ის ქალაქ ტაგანროგში "ძმათა სასაფლაოზეა" დაკრძალული.

/Здравствуйте. Розыскиваются родственники Манджгаладзе Доменти Андреевича 1905 года, Самтредский район село Чагани, жена Аграфина. Солдат числился без вести пропавшим, на самом деле погиб в концлагере города Таганрог. Помогите пожалуйста найти родственников. Спасибо /

"გარკვეული ცნობები ერთი წლის წინაც მივიღეთ ერთადერთმა სიტყვამ - "საკონცენტრაციო ბანაკი" ჩვენთვის ამ დრომდე შექმნილი წარმოდგენა სრულად შეცვალა. საკონცეტრაციო ბანაკში მოხვედრა და ტყვეობაში ყოფნა უკვე სულ სხვაა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას ომზე უფრო მეტი გაუვლია და ეს ძალიან გულსატკენია. თუმცა, მის შესახებ ნებისმიერი ცნობა ჩვენთვის დღესაც მისი სახლში დაბრუნების ტოლფასია," - ამბობს დომენტი მანჯგალაძის შვილთაშვილი ანრი მანჯგალაძე, რომელიც ძალიან გავს წინაპარს.




მამას მერი მანჯგალაძე დიდი ტკივილით იხსენებს. ამბობს, რომ მისი ხატი გონებაში აქვს შემონახული.

1941 წელს, როცა დომენტი მანჯგალაძე გაიწვიეს, მერი  შვიდი წლის იყო, ძმა კი რვა წლის. ახლა მამის მიერ დატოვებული პატარა გოგონას  87 უსრულდება, ძმა რამდენიმე წელია გარდაიცვალა, ისე რომ მამაზე ვერაფერი გაიგო.

„მამაჩემი ბანკში მუშაობდა, შემდეგ სთავაზობდნენ სამტრედიის გამგებლობას, თუმცა, როცა ომში გაიწვიეს მისი გზა შეიცვალა,“ – ამბობს მერი მანჯგალაძე.


მართალია, ომში დაკარგულ ჯარისკაცს ტყვეობის სიმწარესთან ერთად არც მშობლიური მიწაზე დაკრძალვა ერგო, მაგრამ მისი ხსოვნა შთამომავლებში გმირის სახელით დარჩება და ისეთი გმირის, რომელმაც ქვეყნისთვის სიცოცხლე დათმო. მეორეს მხრივ, ასეთი სევდიანი  ისტორიები გვახსენებს ომის აგრესიულ ბუნებას. 

მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა არა მხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოსაც.  

1941-45 წლებში საქართველოდან სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 200 ათასი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა, ასი ათასზე მეტი ხეიბარი დაბრუნდა.

ომის პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ქართული დივიზია. 224-ე ქართული დივიზია მონაწილეობდა ბრძოლებში ქერჩთან, რომელიც მთლიანად განადგურდა. 242-ე, 392-ე და 414-ე დივიზიები კი კავკასიის დასაცავად იბრძოდნენ. ქართველები ასევე აქტიურად იბრძოდნენ პარტიზანულ ომებშიც.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.