ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოსთან,
ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი არ არსებობს.
ამ მიზეზის გამო, მადლიერების სახლის ბენეფიციარებს
ლოდინი წვიმიან ამინდში ღია ცის ქვეშ უწევთ.
ამის გარდა, მადლიერების სახლის ბენეფიციარებს პრობლემა ქუჩის
გადაჭრის დროსაც ექმნებათ. რადგან, აღარ ჩანს ე.წ.
ზებრა გადასასვლელი, რის გამოც ავტომობილები ქვეითებს გზას არ
უთმობენ.
მოსაცდელი არ არსებობს ნინოშვილის ქუჩაზე, მადლიერების სახლთან
არსებულ გაჩერებაზეც. ბენეფიციარები მიმდებარე სკვერის ჯებირით, ან
ბაღში მოთავსებული სკამით სარგებლობენ.
ნახეთ ვიდეორეპორტაჟი:
ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში განმარტავენ, რომ ამ
პრობლემის მოგვარების თხოვნით ბენეფიციარებმა ტერიტორიულ
მართვის ორგანოს განცხადებით უნდა მიმართონ. თუმცა,
ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსი სპეციალიტი, ნათია
ჭელიძე ამბობს, რომ პრობლემა მომართვის შემდეგადაც შესაძლოა არ
მოგვარდეს, რადგან, მისი თქმით, მოსაცდელების განთავსებას მერია
უზრუნველყოფს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ქალაქში სხვადასხვა
ადგილზე 70 მოსაცდელი მოეწყობა, რომელსაც კომპანია "ვისოლი"
უზრუნველყოფს.
"ვისოლს" ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის გაჩერების ადგილზე
თანამედროვე ტიპის მოსაცდელების მოწყობა ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში დაევალა. ეს ვალდებულება
კომპნიამ შპს "ფერტუნა მედიასგან" გადაიბარა, რომელსაც თავის
მხრივ, მოსაცდელი 111 გაჩერებაზე 2010 წელს უნდა მოეწყო.
თუმცა, კომპანიას ქუთაისის წინაშე აღებული ვალდებულებები ამ დრომდე
არ შეუსრულებია, მაშინ როდესაც, მოსაცდელის
მოწყობის ბოლო ვადად 2018 წლის 1 იანვარი განესაზღვრა. თუ რატომ არ
შეასრულა კომპანიამ დროულად მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების
პირობები, ამ საკითხზე "ვისოლში" კომენტარს არ აკეთებენ.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები