შოკოლადი, ფეხბურთის ბურთი - სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილები (ვიდეო)
16:39 / 28.12.2017
რიფსიმე მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში
ცხოვრობს.
რიფსიმეს თქმით, ახალი წლისთვის მათ პროდუქტების ყიდვის შესაძლებლობაც
არ აქვთ. ის ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩა #205 ში ცხოვრობს.
ხუთი მცირეწლოვანი შვლის დედა საწოლზე, თბილ გადასაფარებლებზე
და ლეიბზე ოცნებობს. მისგან სრულიად განსხვავებული სურვილები აქვთ
შვილებს. თოვლის ბაბუას მათ უკვე წერილები მიწერეს, სადაც 14 წლის
ანამარიას ტელეფონი და საბავშვო კოსმეტიკა სურს, ლუკას სათამაშო
მანქანა და შოკოლადები, ნიკას ფეხბურთის ბურთი, სამი წლის
გიორგის სათამაშო ვერტმფრენი, სათამაშო მანქანა და შოკოლადები
სურს.
ჩვენთან საუბარში ბავშვები ამბობენ, რომ მათ თოვლის ბაბუისგან
საჩუქარი არასდროს მიუღიათ წელს კი 31 დეკემბრის მოსვლას მოუთმენლად
ელიან. ნახეთ რა სურვილები აქვთ ბავშვებს ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები