ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალ რექტორს აირჩევენ. სასწავლებლის ახალი ხელმძღვანელი უნივერსიტეტის 19 წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს.
აკადემიური საბჭო დღს 12:00 საათზე შეიკრიბება, სადაც ერთი საათის განამვალობაში რექტორობის კანდიდატები წარადგენენ თავიანთ სამოქმედო გეგმას. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მინდია ბერეკაშვილის თქმით, საარჩევნო პროცედურები დაახლოებით 13:00 საათზე დაიწყება.
საბჭოს წევრებს არჩევანის გაკეთება რექტორობის მსურველ ოთხ კანდიდატს შორის მოუწევს. ესენია, უნივერსიტეტის ამდრომდე მოქმედი რექტორი, გიორგი ღავთაძე, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიორგი ონიანი, ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი და ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი, შერმადინ მიქელთაძეა.
თეკლე მორგოშია