საზოგადოება
“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში ბოტანიკურ ბაღს
FaceBook
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge - ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის მორიგი შეკიხთხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში არსებულ ბოტანიკურ ბაღს?
"ქუთაისიპოსტის" მოძიებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ ქუთაისში უცხო მცენარეთა შემოტანას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და მათი პირველი ცდები მე-19 საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება.  მაგრამ მეცნიერულ საფუძველზე მცენარეთა ინტროდუქცია აქ მხოლოდ 1969 წლიდან იწყება და იგი მჭიდორდაა დაკავშირებული ქუთაისის ბოტანიკური ბაღის შექმნასთან. ბოტანიკური ბაღი სამეცნიერო კვლევითი, სასწავლო აღმზრდელობითი და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა .მანამდე კი ეს ადგილი იყო გამწვანების მეხუთე სანერგე, სადაც სხვადაასხვა ჯიშის მცენარეები გამოჰყავდათ. 
ერთ-ერთი ვერსიით, ბოტანიკურ ბაღი დაიბადა, ცნობილი არქეოლოგი, კუტრურის ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და ფილოლოგი ნიკო მარი. ნიკო მარის მამა, იაკობ მარი მებაღეობის სკოლას განაგებდა. 
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არსებული სახეობათა უმრავლესობა - 465 ტექსონი ზომიერად თბილი კლიმატის მცენარეებია, 113 სახეობა მკვეთრად გამოსახული სუბტროპიკული ბუნებისაა და ნორმალური ზრდა განვითარებისათვის მეტ სითბოს მოითხოვს. განსაკუთრებით დამღუპველია მათთვის ზა
მთრის ყინვები. სითბოსმომთხოვნი სახეობებიდან 98 ფარულთესლოვანია, ხოლო 15 სახეობა შიშველთესლოვანს წარმოადგენს.

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.