იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე ამდროისთვის იმერეთის მუნიციპალიტეტის გამგებლებს ხვდება. შეხვედრას ასეე ესწრებიან ქუთაისის მერი და ვიცე-მერები. ახლადდანიშნული გუბერნატორი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებულ პრობლემებსა და დაგეგმილ პროექტებს ეცნობა. მოგვიანებით კი ჭიჭინაძე პირევლ კომენატრსაც გააკეთებს.
თბილისის ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
იმერეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური 22 თებერვალს გახდა. თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თეკლე მორგოშია