"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე,
გია თევდორაძე ყრილობის მონაწილეებს სოციალური ქსელით მიმართავს.
ის ყოფილ თანამოაზრეებს წარმატეტებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ მათ
საერთო მიზანი აქვთ.
"მინდა წარმატება ვუსურვო "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი
ყრილობის მონაწილეებს. მიუხედავად ცალ-ცალკე გასავლელი გზებისა,
ფუნდამენტური ფასეულობა და მიზანი გვაქვს საერთო; საქართველოს
ტერიტორიულო მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და
ოლიგარქ ივანიშვილის არაფორმალური მართველობის დასრულება! იმედია
ერთმანეთის ლანძღვას დავასრულებთ საბოლოოდ და ქვეყნის რეალურ
პრობლემებზე და მტრებზე ვკონცეტრირდებით!" - წერს გია თევდორაძე
სოციალურ ქსელში "ფეისბუქი".
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს
მიმდინარე წლის 20 იანვრის ყრილობის შემდეგ აირჩევენ.
პარტიის წევრის და ქალაქის საკრებულოს დეპუტატის,
გია უკლებას განმარტებით, ენმ–ს პოლიტსაბჭო
გადაწყვეტს როდის და როგორ უნდა მოხდეს საქალაქო ორგანიზაციებში
თავმჯდომარეების არჩევა.
"ნაციონალების" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე კი პარტია
"ევროპულ საქართველოს" შეუერთდება.
მასთან ერთად ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის მდივანმა, კოტე
რატიანმა და კიდევ რამდენიმე
წევრმა დატოვა. მათ შორის ქალაქის საკრებულოს
დეპუტატები ამირან ძოწენიძე და დავით გოგისვანიძე არიან.
"ნაციონალური მოძრაობის" მიმდინარე ყრილობაზე დასასწრებად ქუთაისის
ორგანიზაციიდან
400–მდე ადამიანი გაემგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები