ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტი "საზოგადოების განწყობა საქართველოში"
პოლიტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
NDI -ის მიერ გამოკითხული 4 113 ინტერვიუერიდან 45% თვლის, რომ ცესკო
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებს საშუალოდ ჩაატრებს.
შეკითხვაზე: თქვენი აზრით როგორ ჩაატრებს/ წარმართავს მომავალ
საპარლამენტო არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია? - გამოკითხულთა
27%-ის აზრით არჩევნები კარგად ჩატარდება, 8% -ის აზრით - ცუდად, ხოლო
15 %-მა კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" დააფიქსირა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტისტუტმა კვლევის საველე სამუშაოები
მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიდოში ჩაატარა. კვლევის
საშუალო ცდომილება არის +/_2,1/ .
წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. ამასთან,
დამატებით შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში,
ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშიც მოხდა.
ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში განმარტავენ, რომ კვლევის მიზანია
ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც
უკეთ იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა, რომელიც
დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და
თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.
მასალის გამოყენების პირობები