ახალი ამბები
დღეს მაღაროელები სახალხო დამცველს შეხვდებიან
FaceBook
დღეს, ჭიათურელი მაღაროელები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდებიან.

მშრომელები ომბუდსმენის ოფისში 14:00 საათზე მივლენ. მაღაროელები ლევან იოსელიანს ჭიათურაში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე მოუყვებიან, რაც ხუთი თვის წინ მაღაროების გაჩერებას მოჰყვა. ისაუბრებენ თავიანთ მოთხოვნებზე, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ სახელფასო დავალიანების გასტუმრებისა და მანგანუმის მომპოვებელ საწარმოებში სამუშაოების აღდგენის შესახებ.

პარალელურად, საპროტესტო აქციები გრძელდება ჭიათურაში. მაღაროელები, სხვა ადგილობრივებთან ერთად, 42-ე დღეა უწყვეტ აქციებს მართავენ. პირველი აპრილიდან მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ და ჭიათურის მერიის შენობასთან ორი კარავი გაშალეს. 4 აპრილს ორმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო, თუმცა, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტ დანიელის რჩევით, პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვაზე უარი თქვეს.

ჭიათურაში პროტესტი 28 თებერვლიდან მიმდინარეობს. მაღაროელები სამი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას, მადნის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:34 / 12.04.2025
"ნუ გადაგვიჭრით ფესვებს", "არა სულორი ჰესს", "არა ჰესის მშენებლობას" - ამ სლოგანით ვანის სოფელ სულორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის
მოწყობა, რომელიც თავდაპირველი ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ
უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.
12:45 / 12.04.2025
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობა, რომელიც თავდაპირველი ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ახლაც გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.