“ქართულმა ოცნება” პარტია “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის
დაანონსების შემდეგ, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის, რომელსაც
მის მემკვიდრედ მიიჩნევს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადები ინიციატივაც
გამოდის.
ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ
განაცხადა.
“ჩვენ უკვე დავაინიციირეთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ხსენებული
პარტიების [ ნაციონალური მოძრაობის და როგორც “ოცნება” უწოდებს, “მისი
სატელიტი პარტიებსი”] მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად
გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა
პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური
ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის
საწესდებო მიზნების იდენტური იქნება.
აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი
უფროსები დაავალებენ. მათი დავალებით ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ,
რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.
სინამდვილეში, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობას. ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და
მისი კონსტიტუციური წესრიგი.
ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა
იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი საფუძველი
და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს
ობიექტურ გადაწყვეტილებას. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არათუ
თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერც ერთ
არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. როგორც ანტიქართული,
ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები,
ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ
საქმიანობა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე, ისაუბრა წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ
საგამოძებო კომისიაზეც, რომელიც “ოცნების” პარლამენტმა შექმნა.
მდინარაძე ამბობს, რომ კომისიის დასკვნა მყარ საფუძველს შექმნის
ენმ-ისა და მისი “სატელიტი” და “მემკვიდრე” პარტიების
არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.
თუმცა “ქართული ოცნების” ინიციატივა ამით არ შემოიფარგლება: თუ
დროებითი კომისია აქამდე მხოლოდ 2003-2012 წლებში ხელისუფლების
წარმომადგენელთა ქმედებებს შეისწავლიდა, მომავალში მისი მანდატი
მოიცავს 2012 წლიდან დღემდე პერიოდსაც.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა
წულუკიანი ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები