პოლიტიკა
"ოცნების” გადაწყვეტილებით, შეზღუდვები ონლაინმედიასაც შეეხება
FaceBook

"ქართული ოცნების" პარლამენტი მაუწყებლის შესახებ ახალ კანონზე მსჯელობს, რომლის თანახმად, შეზღუდვები ონლაინმედიებსაც შეეხება.


"ოცნების" დეპუტატის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ქცევის ნორმები ონლაინ მედიებსა და მათ სოციალური ქსელის პლატფორმებზეც გავრცელდება.

„როგორც პირველი მოსმენით ჩვენს გუნდთან შეთანხმებით გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუწყებლებისთვისაა გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს.

წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც: ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალების განკუთვნილ ინტერნეტდომეინზე ანდა ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება.

ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომენტის და ინტერნეტჰოსტინგს. ეს არის შინაარსი რაც იქნება მეორე მოსმენის ფორმატში უფრო ზუსტი დეფინიციით წარდგენილი “, – თქვა გორდულაძემ.

მისი თქმით, ეს არ გავრცელდება კერძო პირებზე.

"მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება დეტალური რეგულაციები ტელე და რადიომაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე. პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააყადაღა ფონდების ანგარიშები,
რომლითაც უკანონოდ დაკავებულ პირებს, სტიქიით დაზარალებულებს,
დაავადებულ და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
16:34 / 17.03.2025
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააყადაღა ფონდების ანგარიშები, რომლითაც უკანონოდ დაკავებულ პირებს, სტიქიით დაზარალებულებს, დაავადებულ და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
13:05 / 17.03.2025
სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.