პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა სალომე ზურაბიშვილის გასაჩივრებული „აგენტების კანონი“ საკონსტიტუციოდან გაიწვია
FaceBook
„ქართული ოცნების“ კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოდან "რუსულ კანონზე" სალომე ზურაბიშვილის სარჩელი გაიწვია, რომელიც ამ კანონის გაუქმებას ითხოვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება",- აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სარჩელი 2024 წლის ივლისში შეიტანა. ის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე დაობდა, სადაც წერია, რომ “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად". გარდა ამისა, ზურაბიშვილი დაობდა "რუსული კანონის" შეუსაბამობას კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან. ის, სარჩელით, კანონის შეჩერებასა და გაუქმებას ითხოვდა.

ზურაბიშვილის მსგავსად, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას დაობდა 30-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი. სასამართლოში სულ ხუთი სარჩელია შესული, დანარჩენი სამის ავტორები არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები არიან.

ე.წ რუსული კანონი პარლამენტმა, 2-თვიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, მაინც მიიღო. ის ძალაში გასული წლის 4 ივნისიდან შევიდა.








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,
ქუჩის პროტესტის პარალელურად, საჭიროა, შეიქმნას პროევროპული
პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით, წინააღმდეგობის პლატფორმა.
11:20 / 01.04.2025
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქუჩის პროტესტის პარალელურად, საჭიროა, შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით, წინააღმდეგობის პლატფორმა.
“ქართულმა ოცნება” პარტია “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის
დაანონსების შემდეგ, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის, რომელსაც
მის მემკვიდრედ მიიჩნევს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადები ინიციატივაც
გამოდის.
09:02 / 28.03.2025
“ქართულმა ოცნება” პარტია “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის დაანონსების შემდეგ, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის, რომელსაც მის მემკვიდრედ მიიჩნევს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადები ინიციატივაც გამოდის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.