"ყოფილი დამსახურებული აგენტი, რადგან თქვენც იმ წიაღიდან მოდიხართ,
რომელსაც ახლა აგენტად გამოცხადებას უპირებთ", - ასე მიმართა
დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილს.
ანა ნაცვლიშვილმა შეახსენა დეპუტატებს თუ რას ხმარდება ის
დაფინანსება, რომელსაც არასამთავრობოები, მედიები და თავად სახელმწიფო
იღებს დასავლეთისგან, საქართველოს სტრატეგიული
პარტნიორებისგან.
"ბატონო შალვა, ძალიან კარგად იცით, რომ თითოეული თეთრი, რომელსაც
არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, აქტივისტთა ჯგუფები და
მოქალაქეები იღებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან,
რომლისგანაც თქვენ, ბიუჯეტში იღებთ მილიონობით თანხას და იგივე
პარტნიორები აფინანსებენ ჩვენს თავდაცვას, ჯანდაცვას, განათლებას,
გელათის რეაბილიტაციას და ა.შ. აი, ის თანხები იხარჯება გამჭვირვალედ
როგორც დონორები, ისევე სახელმწიფო სრულ ინფორმაციას ფლობს, ვისგან ,
მოდის ეს თანხები", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, ეს კანონი ჩრდილს აყენებს საქართველოს
უსაფრთხოების სამსახურებსაც.
"შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის
ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება,
რომ აგენტი მივა და დაწერს აგენტი ვარო. ეს შეურაცხყოფაა საქართველოს
უსაფრთხოების სამსახურებისთვის. თუ ასეთი რამე ხდება, თუ გავლენების
ქსელია გაბმული და უსაფრთხოების სამსახური ელოდება, ვინ როდის
გამოიცხადებს თავს აგენტად, სირცხვილია ეს."
ნაცვლიშვილმა მიუთითა სინამდვილეში რას ემსახურება "ხალხის ძალის"
მიერ ინიცირებული კანონპროექტი.
"თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს გამჭვირვალობის კანონი არ არის, ეს
არის კანონი, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოებას ამ ქვეყანაში.
ჩვენ არ გვჭირდება გამოცნობა და თეორიული ექსპერიმენტი. ჩვენ ვნახეთ
რუსეთში ამ კანონის შედეგები".
ანა ნაცვლიშვილმა მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს
არ ჩაიდინოს ისტორიული დანაშაული.
"ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს
საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის და გვარის
დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონის ქვეშ, რითაც გადახაზავთ საკუთარ
წარსულს, იმ წარსულს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე
"ქართულ ოცნებაში" გადმობარგების შემდეგ აკეთებთ. ამაზე იფიქრეთ", -
განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
"ხალხის ძალამ" მათ მიერ ინიცირებული უცხოური გავლენის აგენტების
შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.
ქართული სამოქალაქო საზოგადოება ამ კანონს "რუსული კანონს"
უწოდებს და აცხადებს, რომ იგი "საქართველოს არჩევანი არ არის".
"მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა
მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და
კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ", -
აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო
ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენელთა ნაწილმა
გაავრცელა.
„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი
კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის
მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა
ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება,
რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ
ფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები