აშშ-ის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონი უკრაინისთვის დღეიდან ამოქმედდა,
- ამის შესახებ უმაღლესი "რადას" თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი
“ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას მაღალხარისხიანი იარაღს
მიაწვდიან.
„ეს ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალხარისხიან იარაღს. უკრაინა
აუცილებლად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას”, - წერს
სტეფანჩუკი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ
კანონს 9 მაისს მოაწერა ხელი. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის
აგრესიის ფონზე, აშშ-ს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად
გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას. ისტორიული
მნიშვნელობის ,,ლენდ-ლიზის" პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს
გამოიყენებოდა. მან შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა,
მოკავშირეებისთვის იარაღი სწრაფად მიეწოდებინა.
მასალის გამოყენების პირობები