ახალი ამბები
"ოცნების" რეპრესიები შეეხო, ათობით საჯარო უწყებაში მომუშავე, 700-მდე თანამშრომელს"- TI
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მიზნით, ათობით საჯარო სტრუქტურიდან, 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა.

TI-ის ცნობით, რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

"პოლიტიკური ნიშნით 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს ათობით საჯარო სტრუქტურიდან. ყველაზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა შემდეგი სტრუქტურებიდან: თავდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები, იუსტიციის სახლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, პრობაციის ეროვნული სააგენტო, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სიღნაღის, ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო, მთავრობის ადმინისტრაცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

გაუქმდა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრი და საჯარო სამსახურის ბიურო. ამ უწყებებში, ძირითადად რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ან თანამდებობიდან გადააყენეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ",- აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში".

ამასთან, TI-ის ინფორმაციით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, ოთხჯერ შეიტანა რეპრესიული ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. ამით, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მნიშვნელოვნად გააუარესა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვა და ფაქტიურად გააუქმა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა იყო. 

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში გაუქმდა საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვის გარანტიები. შუა რგოლის მენეჯერების გათავისუფლებისთვის არანაირი სამართლებრივი დასაბუთების არსებობა აღარ არის საჭირო და მათი სამსახურიდან გათავისუფლება სამიოდე დღით ადრე შეტყობინებით გახდა შესაძლებელი; მნიშვნელოვან თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი დაბრუნდა; რეორგანიზაციის წესი გამარტივდა და იმ შემთხვევაშიც თუ პირი უკანონოდ გაუშვეს რეორგანიზაციის გამო, განაცდურის მხოლოდ ერთი თვე აუნაზღაურდება; დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირები აღარ მიიჩნევიან უვადოდ დანიშნულ საჯარო მოხელეებად და გათავისუფლდებიან მინისტრის გათავისუფლების შემდეგ.

ამასთან, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ხელოვნების და აკადემიური სივრცის კონტროლს. რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება პროფესიული თეატრების შემოქმედებით გუნდებს ართმევს თეატრის დირექტორის შერჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობას და დირექტორებს საკუთარი შეხედულებით დანიშნავს და გაათავისუფლებს მინისტრი ან მერი. საჯარო მოხელეები სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეძლებენ",- აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი,
ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი
სიხშირით) განაახლებს.
13:45 / 15.04.2025

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი სიხშირით) განაახლებს.

„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების
ნაკლოვანებები - 2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ
განახლებულა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონების პოტენციალის
სრულად ათვისებასა და არსებული გამოწვევების გადაჭრაზე“, - აღნიშნულია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
10:57 / 15.04.2025
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების ნაკლოვანებები - 2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ განახლებულა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონების პოტენციალის სრულად ათვისებასა და არსებული გამოწვევების გადაჭრაზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.