"70 წელზე მეტია, რაც ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ სრულმასშტაბიანი ომი
ევროპაში. თავისი არალეგალური შეჭრით უკრაინაში ვლადიმირ პუტინმა
ტრაგიკულად დაასრულა წლების განმავლობაში არსებული
მშვიდობა".
ეს განცხადება სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ უორნერს
ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული
განცხადების პასუხად თქვა.
ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.
უორნერი ამბობს, რომ ამერიკამ და ევროპამ ამ ქმედებას ახლა ერთობლივად
უნდა უპასუხონ. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა სანქციების
პირველი ტრანში უკვე აამოქმედა რუსეთის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო
უნდა გაძლიერდეს რუსეთის მთავრობის დასასჯელად.
"ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი, ნატოს მოკავშირეების თავდაცვითი
ძალების გაძლიერება და ამავდროულად, გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია
კიდევ უფრო დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს გასაჭირის დროს", - ნათქვამია
განცხადებაში.
სენატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "რაც ახლა
ხდება უკრაინაში ტრაგედიაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსი
ხალხისთვისაც. ისინი პუტინის უგუნური ამბიციისთვის დიდ ფასს სისხლითა
და ეკონომიკური ზარალით გადაიხდიან".
რუსეთს აშშ-მ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, კანადამ,
იაპონიამ
ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი
წამოიწყო.
მასალის გამოყენების პირობები