კულტურა
„ქუთაისი არ ჩანს მსოფლიო თეატრალურ რუკაზე“ - ახალი სეზონი ახალი თეატრალური პოლიტიკით
FaceBook
ქუთაისის თეატრებმა ახალი სეზონი გახსნეს. სეზონის გარდა, სიახლე შეეხო სხვა თეატრალურ სივრცეებსაც.

განსაკუთრებით მესხიშვილის სახელობისა და თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრებს. დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს, თოჯინების თეატრს ძველი, ოღონდ - მეორე ვადით, თუმცა, ორივე ახალი თეატრალური პოლიტიკითა და სტრატეგიით. ყოველ შემთხვევაში ამაზე თავად საუბრობენ. თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან გაბრიჭიძე და მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე მიუთითებენ და გეგმავენ სხვადასხვა თეატრალური მიმართულებისა და ჟანრის დანერგვას.

თოჯინების თეატრში საუბარია ჩრდილებისა და მარიონეტულ თეატრის ტრადიციებით რამდენიმე სპექტაკლის დადგმაზე. რაც სიახლე იქნება 70 წლოვანი თეატრისთვის.

"მართალია, ჩრდილების თეატრის ელემენტები გამოყენებული გვქოდა, თუმცა, ახლა გვინდა მთლიანად ჩრდილების ანუ კარაგიოზის პრინციპით დავდგათ. გვინდა თეატრის ყველა სახეობას შევეხოთ. ამით დავამტკიცებთ, რომ თეატრს შეუძლია მუშაობა ყველა პრინციპით. მსახობის გაზრდისთვისაც მნიშვნელოვანია, სხვადახვა ტიპის თოჯინასთან სხვადასხვანაირად უნდა იაზროვნოს", - აღნიშნავს ლევან გაბრიჭიძე.

თოჯინური სპექტაკლი "ცოცხალ" მსახიობებთან ერთად იგეგმება მესხიშვილის თეატრშიც.

თუმცა, მანამდე პრემიერებია დრამატული თეატრის სცენაზე: გიორგი სიხარულძის "ედიტ პიაფი", თორნიკე მარჯანიშვილის "თეთრი ბაირაღები" და კოტე აბაშიძის "ცხოვრება და სიკვდილი ბარონ მიუნჰაუზენისა".

იანვრის ბოლომდე სამ პრემიერაზე იმუშავებენ თოჯინების თეატრშიც.
თუმცა, ორივე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები მთავარ მოვლენად და მიმართულებად თეატრებში საგარეო პოლიტიკის გამოცოცხლებისკენ მუშაობის გააქტიურებას მიუთითებენ.

ლაპარაკია საერთაშოროსო თეატრალურ ფესტივალებში მონაწილეობაზე ქვეყნის გარეთ. მსგავსი გამოცდილება ქონდა თოჯინების თეატრს, რომელიც შარშან პირველად გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე და ბაქოს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სამაგიეროდ, ასეთი შემთხვევა არ ფიქსირდება მესხიშვილის თეატრის ბიოგრაფიაში.

"სამწუხარო სტატისტიკასთან გვაქვს საქმე. მოვითხოვე მონაცემები, როდის მიიღო თეატრმა მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებში. ქვეყნის გარეთ გამართულ ფესტივალს ვგულისხმობ, მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება. ამიტომ ძვრები მოხდება ამ კუთხით", - ამბობს კოტე აბაშიძე.

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სირთულეებზეც მიუთითებს, რაც ამ პროცესს ახლავს თან. მისი თქმით, მოსაძიებელი იქნება თანხები, რომელიც საკმაოდ სოლიდურია. ასევე, გასათვალისწინებელი იქნება კონკრეტული ფესტივალის სპეციფიკა, რომელიც გარკვეულ პირობებს უყენებს თეატრებს. კოტე აბაშიძის რწმენით მესხიშვილის თეატრი ბევრ ამ პირობას აკმაყოფილებს. მაგრამ" საზღვრების გადალახვა" სხვა სიმაღლეებს უჩენს თეატრს, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გეოგრაფიის გაფართოებას მესხიშვილის თეატრისთვის.

" საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში მონაწილეობის გარეშე, მსოფლიო თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაციის გარეშე შეუძლებელია თეატრის განვითარება, პროგრესი და მისი პოპულარიზაცია", - მიაჩნია კოტე აბაშიძეს.
საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ლევან გაბრიჭიძეც.
"მოვახერხეთ და გავედით ბაქოში. 70 წლის მანძილზე რესპუბლიკის გარეთ არ გასულა თეატრი. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო", - ამბობს თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი.

მესხიშვილის თეატრში კონკრეტულ თეატრალურ ფესტივალზეც მიუთითებენ, სადაც უკვე არსებობს გარკვეული კონტაქტები და მათში მონაწილეობის შესაძლებლობა. საუბარია ბოსნია და ჰერცოგოვინაში არსებულ თეატრალურ ფესტივალზე და მინსკის ახალგაზრდულ ფესტივალზე.

"რეალურად ქუთაისი მსოფლიო თეატრალურ რუკაზე არ არსებობს. ჩვენ არ ვიღებთ ფესტივალებში მანაწილეობას და რაც მთავარია ჩვენ არ გვაქვს ფესტივალი", - ამბობს კოტე აბაშიძე.

როგორც თეატრში მიუთითებენ არსებობს იდეა და მონახაზი ქუთაისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჩატარების თაობაზე. რომელიც მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება იქცეს, როგორც თეატრებისთვის, ასევე ზოგადად კულტურული ცხოვრებისთვის ქუთაისში,, მიაჩნიათ მესხიშვილის თეატრში.

"არსებობს ჩანაფიქრი კლასიკური დრამატურგიის ფესტივალის მოწყობაზე ქუთაისში. ქუთაისს,როგორც ქალაქს ქართული კულტურის ფლაგმანს ეს ყველაზე მეტად ესადაგება. ვნახოთ რა იქნება. ეს ბევრად უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული", - აღნიშნავს კოტე აბაშიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.