ქუთაისის ოპერის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს.
მიმდრინარე წლის 4 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის #03/178 ბრძანებით, სსიპ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თეატრის მთავარი ქორმაისტერი ირინე ლომინაძე დაინიშნა.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც მიმდინარე წლის თებერვალში თეატრი დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემ დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები