ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე
აბაშიძე თეატრში კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში
ჩამოვა.
ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დასის
წინაშე კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წარადგენს.
"თბილისის, რუსთავისა და სხვა თეატრებშიც მინისტრმა წარადგინა
სამხატვრო ხელმძღვანელები. ქუთაისშიც მინისტრი ჩამოყვება და თეატრის
დასს შეხვდება", - აღნიშნა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან
გოგოლაშვილმა.
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობისთვის სულ 7 კანდიდატი
იბრძოდა. კომისიამ არჩევანი რეჟისორ
კოტე აბაშიძეზე გააკეთა.
კოტე აბაშიძეს მესხიშილსი თეატრშდ დადგმული აქვს რამოდენიმე სპექტაკლი
"დუპლეტი", სიყვარულის ქრესტომათია", „ინდაური ინდიკოს საახალწლო
თავგადასავალ“ი და სხვები.
მასალის გამოყენების პირობები