კულტურა
"ანას ცხოვრება" - დაბრუნება რეალობაში
FaceBook
ქართულ კინოს თითქმის 25 წელი დასჭირდა რეალობისთვის თვალი რომ გაესწორებინა.
ყოფითი დრამა ფავორიტ და ელიტარულ ჟანრთა შორის არ მოიხსენიებოდა. შეიძლება იმიტომ, რომ საბჭოთა კვაზი რეალობამ დატოვა, ცუდი მემკვიდრეობა - დიდი კომპლექსი და დისტანცია რეალობიდან. საბჭოეთში ხომ სწორედ რეალობიდან გაქცევა ითვლებოდა რეალობაში დაბრუნებად.

"ნამდვილ ცხოვრებასთან" ბმა იგავის ჟანრით ხდებოდა. ამიტომ იგავი, როგორც ყველაზე საიმედო მოკავშირე, დიდხანს შემორჩა ქართულ კინოს, დარჩა მთავარ საკომუნიკაციო ენად და გამოსახვის ფორმად მაყურებელთან საურთიერთოდ. ამ ფორმაზე უარს არ ამბობენ ძველი თაობის რეჟისორები დღესაც.

სამაგიეროდ, 90-ინების რეჟისორები შეეცადნენ რეალობის რეაბილიტაციას. თუმცა, ეს იმდენად რეჟისორებმა არ გადაწყვიტეს რამდენადაც თავად რეალობამ, ცხოვრებამ არ დატოვა სხვა არჩევანი. რეალობამ შეავსო მთელი სივრცე კინოში, თანაც ისე, რომ ამ ფილმებში მხატვრული სახეების მოძიება საძნელო გახადა.

რეალობა იკავებს მთელ სივრცეს 2015 წელს გადაღებულ ნინო ბასილიას ფილმში "ანას ცხოვრება". პერსონაჟი ანას გარშემო თავს იყრის თითქმის ყველა ის პრობლემა, რაც ქართულ საზოგადოებაში დღეს არსებობს: უმუშევრობა, მარტოხელა ქალის მძიმე ყოფა, აუტიზმის მიმართ არსებული სტიგმა. მუდმივად თავის გადარჩენის ზღვარზე ყოფნა, რისკი და მარცხი, მუდმივი მარცხი.

რეჟისორი არსად არ აძლევს მის პერსონაჟს რაიმე ილუზიის უფლებას. ილუზია არ ექმნება არც მაყურებელს. რეალობა სასტიკია.
ნინო ბასილია და მისი პერსონაჟი, ანა, ამ სისასტიკისთვის თვალის გასწორებას ახერხებენ.

არადა კინო ილუზიაცაა. დიდი ილუზია. მაგრამ ფილმის ავტორები კინოს სხვა ჰიპოსტაზზე აკეთებენ არჩევანს. კინოზე, როგორც ცხოვრების დინებაზე. რაც ანას არატრადიციულ პერსონაჟად აქცევს და ნინო ბასილიას იმ რეჟისორად, რომელიც (სხვა ავტორებთან ერთად) "ცხოვრებას აბრუნებს" ქართულ კინოში. შეიძლება ამიტომაც გამოაქვს სათაურში ავტორს სიტყვა "ცხოვრება".  ცხოვრება - კინოს მთავარი „გმირი“ და მთავარი პერსონაჟი. მისი ყველაზე საიმედო მოკავშირე.

კინო ცხოვრებაა, ყოფასთან ყველაზე ახლო მდგომი ხელოვნების დარგი. ამის ჩვენებას ცდილობდა ქართული კინოს 90-იანელთა თაობა. მაგრამ მათი რეალობა ხელოვნებას აძევებდა კინოდან.

2000-იანებმა კი, ასე თუ ისე მოახერხეს "ცხოვრებისეული კინო" მხატვრულ სივრცეში დაეტოვებინათ.

ამ სივრცეში რჩება "ანას ცხოვრება".

და ეს "ერთგულება"ფასდება. ანას ცხოვრებაში, ამ ყოფით სისასტიკეებში, პრობლემებში, რომლებიც არ გვარდება. ფილმის ბოლო კადრში შემოდის ნუგეში. ნუგეში, რომელსაც საფუძველი არა აქვს, ბუნდოვანია, აბსტრაქტულია, საიდანღაც მოდის, მიზეზ-შედეგობრივი ბმა არაფერთან არ გააჩნია. მაგრამ იგი მაინც არსებობს. იმიტომ რომ კინო ხელოვნებაა და ხელოვნებას აქვს კათარიზისის უნარი და პრეროგატივა. იგი რაღაც სახით ყველგან გამოჩნდება, იქაც სადაც არ ელიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.