კულტურა
ქუთაისში ფესტივალ „ვენტილაციის“ მეორე ივენთი გაიმართა
FaceBook
დღეს "პრაქსისის" სივრცეში მცირე ფესტივალ "ვენტილაციის" მეორე ივენთი გაიმართა.
ფესტივალის მეორე საღამო მხატვარ ლია უკლებას გამოფენას, ჯგუფის "13" კონცერტს და პოეტების შოთა იათაშვილის, შალვა ბაკურაძისა და ამბროსი მელქაძის პოეზიას დაეთმო.
ფესტივალზე ლია უკლებას ათი ნახატი გამოიფინა, ნახატები ახალგაზრდებს ეჭირათ ხელში და ცოცხალ ფონს უქმნიდნენ თითოეულ ტილოს.
"ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე ძალიან მომწონს ჩემი გამოფენის გამოტანა.გამოფენაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე შექმნილი ტილოებია წარმოდგენილი. ანუ წინა "ვენტილაციაზე" რა ნახატებიც მქონდა არც ერთი არ მეორდება.არც თემატიკა მეორდება,თუმცა სივრცე გვაძლევს იმის საშუალებას რომ სხვადასხვა თემებზე შექმნილი ნახატები გამოიფინოს", – აღნიშნა ლია უკლებამ.
თემები არც პოეტების ტექსტებში გამეორებულა. ფესტივალში მონაწილე ავტორებმა ახალთან ერთად ძველი ლექსები წაიკითხეს და ტექსტებით გამოეხმაურნენ იმ მთავარ სათქმელს, რასაც ეფუძნება ფესტივალი "ვენტილაცია" და რომელიც არტისტის ბრძოლასა და ნონკომფორმიზმს გულისხმობს.
"პირველ რიგში ადამიანი საკუთარ შინაგან მდგომარეობას უნდა დაუპირისპირდეს. უნდა შეეწინააღმდეგოს საკუთარ კომფორმისტულ ბუნებას. აქედან თუ ამოდიხარ მერე უკვე სხვა ეტაპები იწყება, მერე უკვე სხვა ეტაპები უნდა გადალახო, სხვაგან იბრძოლო. მაგრამ ამას თუ ვერ გადალახავ საკუთარ თავში და თუ დარჩები მეშჩანად და ბიურგერად, მაშინ არ გამოვა შენგან არც პოლიტიკურ თუ სოციალურ პრობლემებთან მებრძოლი ადამიანი და არც ხელოვანი ", – აღნიშნა შოთა იათაშვილმა.
ფესტივალის ფარგლებში კიდევ ორი ივენთი გაიმართება.
პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის" ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შDჩ).
ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
18:42 / 14.01.2025
"მხიარული ახალგაზრდები", "ბედნიერი შეხვედრა", "კოლმეურნის ქორწილი", "ქეთო და კოტე", "ჭირვეული მეზობლები", "დაკარგული სამოთხე" - ყველა ეს ბედნიერი სახელწოდების და შინაარსის ფილმი სტალინურ ეპოქაში გადაიღეს, მაშინ როდესაც რეპრესიები პიკზე იყო და ყოველდღიურად ასობით ოჯახი უბედურდებოდა.
ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ი მიიჩნევს, რომ ქალაქი ქუთაისი
ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანებმა 2025 წელს
უნდა მოინახულოს.
12:54 / 11.01.2025
ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ი მიიჩნევს, რომ ქალაქი ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანებმა 2025 წელს უნდა მოინახულოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.