5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ - ზეკო ხაჩიძე
10:41 / 08.04.2017
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები
და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და
საინტერესო ადამიანებზე?!
გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას
ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია მესხიშვილის თეატრის მთავარი
ადმინისტრატორი ზეკო ხაჩიძე.
5 წიგნი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება
მოახდინა ჩემზე, მხოლოდ 16 წლამდე ასაკს უკავშირდება :
1. ,,სამი მუშკეტერი" (ბავშვობის რომანტიზმი);
2. დემოკრიტე და ეპიკურე (ყავისფერი ყდა ქონდა და
სახლში პირველ თაროზე იდო. ალბათ წერილები და ფრაგმენტები ერთად.
სხვანაირი სათაური არ მახსოვს და მიტომ. საკმაოდ პატარა ვიყავი, ალბათ
მე-7, მე-8 კლასში... ამით დაიწყო ჩემი ფილოსოფიის სიყვარული არც
ისე ღრმა, რომ პროფესიად ამერჩია, მაგრამ დღემდე სასიამოვნო);
3. ,,დეკამერონი" რათქმაუნდა (როგორც ,,აკრძალული
ხილი");
4. ,,იფიგენია ავლისში" ევრიპიდე (სრულიად დამშოკა
და ანტიკური ლიტერატურის მონა გავხდი );
5. ,,უცხო" კამიუ ( მაგრამ არა აბსურდი, არამედ
ეგზისტენციალიზმი შევიყვარე);
არ მეყო ამის ჩამოთვლა. ,,ცისფერყანწელები" , ცვეტაევა, ახმატოვა,
გუმილიოვი და მე-20 საუკუნის დასაწყისის მსგავსი პერსონები, დღემდე
ჩემს ბიჭებად და გოგოებად რჩებიან ... არა მარტო პოეზიით,
რათქმაუნდა.. ცხოვრებით, გამოწვევით, სტილით, მოდერნის ძიებით...
სიყვარულით!
5 ფილმი, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, სულაც არ გავს ჩემზე
შთაბეჭდილებისმომხდენ წიგნებს. ეს ის ფილმებია, რომლებთან ერთადაც
ცხოვრება შემიძლია, ყოველდღიურობის გაფერადებაც და გაღიზიანებაც.
თითქმის ყველა რომანტიკული...
1„Жесто́кий рома́нс" -ელდარ რიაზანოვის (ოსტროვსკის
,,უმზითვოს" მიხედვით), რომელიც 8-ჯერ ვნახე და გულგაგლეჯილი
გამოვდიოდი ყველა ნახვის დროს კინოთეატრ ,,ყაზბეგიდან"(ბარნოვის
ქუჩაზე იყო, თბილისში, საყვარელი და კუწკუწა შენობა) და ყურებამდე
შეყვარებული ნიკიტა მიხალკოვის უღმერთო პერსონაჟზე;
2. ,,როგორ მოვიპაროთ მილიონი"
3. ,,რომაული არდადეგები"
4. ,,საუზმე ტიფანისთან"
5. ,,თქვენთვის წერილია" - ყოველდღე შემიძლია ვუყურო
და ბოლოს აუცილებლად სიამოვნებისგან ვტირი.
მოკლედ, შემეძლო სხვა ფილმების ჩამონათვალი გამეკეთებინა, უფრო
,,ინტელექტუალური" ხუთეულით, მაგრამ ხომ გულწრფელი უნდა ვიყო? ;)
ასეთი ვარ! გამოუსწორებელი რომანტიკოსი და ბედნიერი განცდების
მოყვარული !
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები