კულტურა
5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ - ქრისტინე რობაქიძე
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზ?!.

გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია მხატვარი ქრისტინე რობაქიძე.

წიგნები და ფილმები ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთი ინსპირატორი იყო, ვერაფერი შეედრება კარგი ფილმის ნახვის და კარგი წიგნის წაკითხვის შემდგომ ემოციას, თუმცა ფილმები, რომლებიც ჩემზე ყველაზე მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენდნენ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი საყვარელი ფილმებია, იმიტომ, რომ თავის დროზე ამ ემოციამ თითქოს დამანგრია, შემცვლა და ა.შ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ არსებობენ ფილმები და წიგნები, რომლებიც მიყვარს და არსებობენ, რომლებიც მომწონს, როგორც კინემატოგრაფიის, ან ლიტერატურის შედევრი.

ასეთი იყო სტუდენტობის წლებში ნანახი ბერგმანის ფილმი " შემოდგომის სონატა", პიანისტი და წარმატებული დედის და შვილის სახე, რომელიც მთელი ცხოვრება წარმატებული დედის შვილად რჩება, თავის დროზე ამ ფილმმა სულ სხვანაირად დამანახა დედაშვილური ურთიერთობის სიმძაფრე, სირთულე, პრობლემა. საოცარია დედა-შვილის კადრი, როცა შარლოტა მთელი თავისი გრაციოზულობით , გამარჯვებული და სადღაც გამყინავი სახით ასრულებს ნაწარმოებს და შვილის განადგურებული სახე.


ასეთივე, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ვისკონტის ფილმმა " ღმერთების დაღუპვა" და ეტორე სკოლას "აუტანელი,ბინძურები და ბოროტები" , მახსოვს როცა ეს ფილმი ვნახე, ძალიან მივამსგავსე საქართველოს , ოჯახის და სანათესაოს კულტს, ზოგჯერ მანკიერი და მახინჯი მხარეებით და ურთიერთობებით. მიყვარს ფელინის ფილმები და მხოლოდ ძველში რომ არ დავრჩე, ბევრმა ახალმა ფილმაც მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. ასეთი იყო "ტოკიო", რომელიც არცერთ სხვა ფილმს არ გავდა სიუჟეტით და განვითარებით, ბოლოს ვნახე ჰავიერ დოლანის "ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია" და ვიტირე, იმ მიჯაჭვულობის , ტკივილის ურთიერთობების და სიყვარულის გამო, რასაც ადამიანები სახლის და ოჯახის მიმართ განვიცდით. კიმ კი დუკის "გაზაფხული,ზაფხული, შემოდგომა,ზამთარი და ისევ გაზაფხული" დამრჩა უთქმელი და ბევრი ფილმი,რომელიც მიყვარს.


ბოლო დროს წიგნებს იშვიათად ვკითხულობ, მქონდა აქტიური კითხვის პერიოდებიც. მიყვარს უნამუნო, თავისი "რიმანით" და განსაკუთრებით "წმინდა მანუელ სათნო წამებული", რომელიც ჩემი საყვარელი პერსონაჟია. საერთოდ მიყვარს პერსონაჟები, რომლებსაც არც დადებითად და არც უარყოფითად გვაჩვენებს ავტორი, იმიტომ რომ ასე უფრო რეალურები არიან და გვგავს. ფოლკნერის " სული რომ ამომდიოდა", კნუტ ჰამსუნის "მისტერიები" , ქართველ მწერლებსაც გავიხსენებ, მიყვარს ჭილაძის რომანები , ჯემალ ქარჩხაძე, აკა მორჩილაძე. რა რთული ყოფილა ხუთი ფილმის და წიგნის დასახელება, ვერ ჩავეტიე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.