კულტურა
"მესხიშვილის თეატრის ასეთი მასშტაბური გამარჯვება პირველია“
FaceBook
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრისა და თეატრის კრიტიკოსების მიერ წარმოებული ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი რეიტინგების მიხედვით მესხიშვილის თეატრი საუკეთესოთა შორის ათზე მეტ ნომინაციაში დასახელდა.

თანამედროვე ქართული თეატრების კვლევის ცენტრი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შემაჯამებელ კვლევებს ყოველწლიურად აკეთებს.
2016 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ მესხიშვილის თეატრი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულია ქართულ თეატრებს შორის.

თეატრმა მნიშვნელოვან ნომინაციებში გაიმარჯვა:

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისორი" ხუთეულში დასახელდა.

ესმა ხეცურიანი და გიორგი სიხარულიძე წლის „საუკეთესო სცენოგრაფის“ ნომინანტთა ხუთეულში შევიდნენ.

მსახიობი რეზო ქაროსანიძე ნომინაციაში წლის „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის" ხუთეულში დასახელდა.

მესხიშვილის თეატრი რეპერტუარში სპექტაკლების რაოდენობით (24 სპექტაკლი) გამორჩეულ თეატრებს შორის მოხვდა, ასევე  - პრემიერების რაოდენობით (8 პრემიერა) გამორჩეულთა შორის. იგი მიიჩნიეს წარმოდგენების რაოდენობით ლიდერ თეატრადაც.

ქუთაისის დრამატული თეატრი დასახელდა ეროვნული კოპროდუქციების ნომინანტთა, ასევე საუკეთესო მასპინძელი და ფუნქციურად დატვირთული თეატრის ხუთეულში.

"მესხიშვილის თეატრი სხვა დროსაც იმარჯვებდა სხვადასხვა ნომინაციებში. მაგალითად, შარშან საუკეთესო მსახიობებს შორის დავით როინიშვილი და ზვიად სვანაძე დასახელდნენ. თუმცა, თეატრის ასეთი მასშტაბური გამარჯვება ამდენ მნიშვნელოვან ნომინაციაში პირველი იყო", - აღნიშნა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

საქართველოში 44 თეატრი ფუნქციონირებს. კვლევა წარმოებდა 42 თეატრის მონაცემების მიხედვით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.