ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტ მაია
ჯოლბორდის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ფართო საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს ლექსების კრებული "მელანი",
რომელშიც ავტორმა ბოლო წლებში შექმნილ ტექსტებს მოუყარა თავი.
პრეზენტაციაზე წვეულმა პოეტებმა, კრიტიკოსებმა, საზოგადოების სხვა
წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს მაია ჯოლბორდის შემოქმედებას.
იგი მოიხსენიეს ორიგინალური ხედვის, ინტელექტუალ პოეტად.
"მისი ლექსები პერიოდულ სალიტერატურო პრესაში იშვიათად იბეჭდება,
თუმცა როდესაც გამოდის მაშინვე იპყრობს მკითხველის ყურადღებას. ამიტომ
მისი პოეზია ლექსების სიმრავლეშიც არ დარჩება შეუმჩნეველი პოეზიის
ნამდვილი მოყვარულისთვის", - აღნიშნა კრიტიკოსმა ელგუჯა
თავბერიძემ.
კრებულის წინასიტყვაობაში აღნიშნულია რომ "ჩრდილში დგომა მაია
ჯოლბორდის ბუნებაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს თავისი ფასი არ იცოდეს .
მისი პოეტური სითამამე სხვა სინამდვილეზე მიგვანიშნებს".
ამ სინამდვილეში შემოქმედი სამყაროს სხვა შრეებს , დინებებს ჭვრეტს და
ამ ხედვის თანაზიარს გხდის, გამყოფებს როგორც უდროობაში, ისე
კონკრეტულ, თანამედროვე ეპოქაში.
"მაია ჯოლბორდი გავს აისბერგს, იმ გაგებით რომ ზედაპირზე მცირე ნაწილი
ჩანს და ძირითადი ნაწილი კი თვალითუხილავია, სიღრეებში მიდის. ამითაც
გამორჩეულია", -აღინიშნა შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ისიც ითქვა რომ მაია ჯოლბორდის ლექსების ამ კრებულით
პოეტთა სიას კიდევ ერთი სერიოზული გვარ-სახელი შეემატა.
მასალის გამოყენების პირობები