კულტურა
სპექტაკლი ახლო ხედით - პრემიერა მესხიშვილის თეატრში
FaceBook
მესხიშვილის თეატრში პუბლიკას მორიგი პრემიერა შესთავაზეს.

სპექტაკლი Perpentuum Mobile  (მატვეი ვიშნეკის პიესის "რა ვუყოთ ამ ვიოლინოს" მიხედვით) რეჟისორმა გიორგი თავაძე (იმარინდო) განახორციელა.

წარმოადგენა ერთმოქმედებიანია და მასში მესხიშვილის თეატრის მსახიობები მარიკა სამანიშვილი, გიორგი შალამბერიძე, თენგიზ ჯავახაძე და გიორგი ქართველიშვილი მონაწილეობენ.

როგორც რეჟისორი აცხადებს, მატვეი ვიშნეკი მისთვის განსაკუთრებით საინტერესო ავტორია როგორც სათქმელის ფორმით, ისე შინაარსით.

"პიესა სტილისტურად აბსურდის თეატრის ელემენტებისგან შედგება, თუმცა მკვეთრი სიუჟეტიც აქვს. ბრმა აბსურდში არ შედის. გარკვეული ფაბულა გააჩნია. ავტორის სათქმელი ზუსტი ანალოგია დღევანდელობის და ჩვენი რეალობის, გაუცხოება რეალობიდან, გარემოდან, ერთმანეთიდან", - აღნიშნავს რეჟისორი.

სპექტაკლის მსვლელობის პროცესში დარბაში პუბლიკის განლაგებაც განსხვავებულია. მაყურებელი სცენას იკავებს და ახლო კონტაქტში შედის სპექტაკლში გათამაშებულ ისტორიასთან.

"გარემო მოითხოვს კამერულ ატმოსფეროს და სხვა ინტიმს. ტექსტისთვის მნიშვნელოვანია კავშირი, ახლო კონტაქტი მაყურებელთან. უნდა იყოს პუბლიკის დიდი ჩართულობა და მსახიობებიც გარკვეულწილად უნდა იყვნენ ე.წ. მსხვილი ხედით ნაჩვენები", - აღნიშნავს "იმარინდო."

მსახიობები საუბრობენ საინტერესო მუშაობის პროცესზე და რეჟისორის მსახიობთან დამოკიდებულების გამორჩეულ პრინციპზე. ისინი მიუთითებენ პრობლემის აქტუალობაზე, რასაც სპექტაკლი სვამს.

"სპექტაკლი გვიყვება ადამიანებზე საზოგადოებაზე, რომელიც ვაკუუმშია მოქცეული. საზოგადოებაში ბევრი პრობლემაა გაგების, განათლების, აღქმის მიმართ. იგი ცხოვრობს რაღაც ჩარჩოებში. ითხოვს იმას, რომ ყველაფერი გააკეთოს სახელმწიფომ, პრობლემა მოაგვაროს სხვამ, არ ცდილობს თვითონ გააკეთოს და გადადგას კონკრეტული ნაბიჯი", - ამბობს მსახიობი გიორგი შალამბერიძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.