ქუთაისში მხატვართა კავშირის რეგიონალური ორგანიზაციის საგამოფენო
დარბაზში "ვარლა" ირმა კუხიანიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
"სიცოცხლის გემო" - ასე დაარქვა მხატვარმა გამოფენას, სადაც მისი
ძველი და ახალი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
"თვითმყოფადი, გამორჩეული ხელწერისა და საუკეთესო ტექნიკის მქონე
მხატვარი," - ასეთია სპეციალისტების შეფასებები ირმა კუხიანიძის
შემოქმედებაზე.
გამოფენაზე აღინიშნა იმ ძიებების შესახებაც, რომელსაც მხატვარი ბოლო
პერიოდში მიმართავს.
"ირმა კუხიანიძე არის მხატვარი, რომელიც უკან არ იხედება და დიდი
ნაბიჯებით მიდის წინ", - აღნიშნეს მხატვრის კოლეგებმა.
მხატვარმა იტალიაში, ქალაქ ჩეკანოში ჯგუფურ გამოფენაში მიიღო
მონაწილეობა, სადაც მოწონება დაიმსახურა.
მოწონება დაიმსახურა აღნოშნულმა პერსონალურმა გამოფენამაც, რომელმაც
სიცოცხლის გემო ფერთა ჰარმონიით და ფორმათა უჩვეულობით გადმოსცა.
გამოფენას სხვა სტუმრებთან ერთად "ქართული ოცნების"
ქუთაისის დეპუტატობის ორი კანდიდატი, კობა ნარჩემაშვილი და
გენადი მარგველაშვილი დაესწრნენ. ისინი სიტყვითაც გამოვიდნენ და
გარკვეული შეფასებებიც გააკეთეს ირმა კუხიანიძის შემოქმედების
შესახებ.
გამოფენა "ვარლაში"ერთ კვირას გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები