კულტურა
მუზეუმი და კულტურის სტრატეგია - ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში "ევროპის მემკვიდრეობის დღეები" აღინიშნება.

ამ ღონისძიების ფარგლებში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მუზეუმი და კულტურის სტრატეგია" გაიხსნა.

მას მუზეუმის თანამშრომლებთან, ადგილობრივ თუ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილიც ესწრებოდა.

მან დამსწრე საზოგადოებას მთავრობის მიერ დამტკიცებული კულტურული სტრატეგიის დოკუმენტი გააცნო და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს კულტურის სფეროში არსებობს.

ლევან ხარატიშვილმა კულტურის განვითარების გეგმაში, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული, რვა პრიორიტეტული საკითხი გამოყო.

"ამ დოკუმენტზე მუშაობა არ მომხდარა კაბინეტებში, არამედ ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, შევხვდით ადამიანებს, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და სწორედ, საზოგადოების ჩართულობით გამოვყავით პრიორიტეტები და შევადგინეთ ეს სტრატეგიული გეგმა", - აღნიშნა ლევან ხარატიშვილმა.

კონფერენციაზე მუზეუმების თემაზეც იმსჯელეს. როგორც კონფერენციაზე ითქვა, დღეს საქართველოში მუზეუმების როლისა და ფუნქციის გარკვევა ხელახალ გააზრებას საჭიროებს.

"იმიტომ, რომ მუზუმები დღეს არ ასრულებენ ფონდსაცავების ფუნქციას, არამედ მუზეუმები არის მულტიკულტურული, მულტიფუნქციური დაწესებულება, რომლის მიზანს წარმოდგენს უფრო მეტი ადამინის მოზიდვა. ამისთვის კი, უნდა შეიქმნას უფრო მეტი ინტერაქტიული, საგანმანათლებლო პროგრამები, რომელმაც უფრო პოპულარული და მიმზიდველი უნდა გახადოს საზოგადოებისთვის მუზეუმი" , - აღნიშნა ლევან ხარატიშვილმა.

კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება, რომელიც ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ინიციატივითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

საქართველოში, "ევროპის მემკვიდრეობის დღეების" აღნიშვნას უკვე სამწლიანი ისტორია აქვს. ის პირველად 2014 წელს აღინიშნა.

ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა.

"ევროპის მემკვიდრეობის დღეები" ყოველი წლის სექტემბრის ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებასა თუ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გულისხმობს, როგორც გამოფენებს, სპეციალურ ტურებს გიდის თანმხლებით, კონფერენციებს, მუზეუმში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილ აქტივობებს, ისე კონცერტებსა და სხვადასხვა ტიპის შოუებს და ა.შ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.