3 აპრილს ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება.
ბრაზილიელ შემსრულებლებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ჰოლანდიელი მუსიკოსები - კოკო დენ ბლანქენი (ჰოლანდია)
მაია ბარათაშვილი (საქართველო), გიტარა: კეის გელდერბლომი (ჰოლანდია). ვოკალის ნაწილს საკუთარ თავზე თავად ბრაზილიის ელჩი საქართველოში კარლოს ალბერტო ასფორა აიღებს.
კონცერტის ორგანიზატორები არიან ქალაქ ქუთაისის მერია და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.
კონცერტის დასაწყისი18:00 საათზე,
მასალის გამოყენების პირობები