თეატრის
ადმინისტრაციის ცნობით, ეს წესები საჭირო გახდა ჟურნალისტებსა და
თეატრის წარმომადგენელთა უკეთესი კომუნიკაციისთვის. ასევე
სპექტაკლებისა და რეპეტიციების შეუფერხებელი
მიმდინარეობისთვის.
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს იმ წესების შესახებ
აუწყა, რომელიც თეატრში ამოქმედდება. რეგულაციებიდან ნაწილი
მანამდეც არსებობდა და კონფერენციაზე შეხსენების სახით გაჟღერდა.
თეატრთან ურთიერთობის წესებში მნიშვნელოვან პუნქტს შეადგენს
აკრედიტაციის საკითხი, რომელიც ყველა მედიორგანზიაციისთვის
სავალდებულო ხდება.
საპრემიერო სპექტაკლებზე ჟურნალისტები მასალის მოსამზადებლად
დაიშვებიან გენერალურ რეპეტიციაზე.
სპექტაკლის მსვლელობის დროს იკრძალება განათების გამოყენება.
სპექტაკლის დასრულებამდე ჟურნალისტებს ეკრძალებათ მსახიობებთან
კონტაქტი.
მედიის წარმომადგენლებს თეატრის დიდ დარბაზში მოენიშნათ კონკრეტული
წერტილები, საიდანაც შეეძლებათ გადაღება და ა.შ.
თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ეს წესები საჭირო გახდა ჟურნალისტებსა
და თეატრის წარმომადგენელთა უკეთესი კომუნიკაციისთვის. ასევე
სპექტაკლებისა და რეპეტიციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის.
"ხელისშემშლელია, როდესაც სპექტაკლის მსვლელობის დროს მაყურებელს
მხედველობის უნარს უკარგავს ვიდეოკამერის განათება. ფოტოაპარატის
განათება ხელს უშლის მსახიობებს. ყველას უნდა მოგვეცეს შეუფერხებელი
მუშაობის საშუალება", - აღნიშნა სულხან გოგოლაშვილმა.
თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, წესები არცერთ
მედიასაშუალებას ხელს არ შეუშლის მასალის მომზადებაში, თუმცა
დაარეგულირებს ურთიერთობას და გარკვეულ წესრიგს დაამყარებს.
მასალის გამოყენების პირობები