ქუთაისში საგამოფენო დარბაზ "ვარლაში" ფესტივალის "ქარავან არტ ფორუმ
2016" -ის ფარგლებში გამოფენა მოეწყო.
საგამოფენო სივრცე ურბანისტულ პეიზაჟებს დაეთმო.
"ფესტივალი ერთმანეთის ხელოვნების გაცნობის შესანიშნავი
შესაძლებლობაა. არტი ენაა, მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალება,
რომელსაც არ ზღუდავს საზღვარი", - აღნიშნა გამოფენის მონაწილე ქართული
წარმოშობის ფრანგმა მხატვარმა, ანრი მაჭავარიანმა.
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ქუთაისში 17 მაისს
გაიხსნა, რომელიც კიდევ ორ დღეს
გასტანს.
"ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში ქუთაისის დავით კაკაბაძის
სახელობის სახელმწიფო გალერეაში
არტისტების ჯგუფური გამოფენა მოეწყო.
ფესტივალი
ანიტა რაჭველიშვილის კონცერტით დაიხურება. 20
მაისს, ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე, მეცო-სოპრანო
კომპოზიტორისა და დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს
"Cross Over the World" წარმოადგენს, რომლის პრემიერა 2014 წელს ნიუ
იორკში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები