30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
მუსიკალური საღამო, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება, SPARKS-ის
ორგანიზებით ტარდება.
"ანრი ჯოხაძე ქართველ მსმენელს უკვე ათეული წლებია ანებივრებს თავისი
შემოქმედებით. მუსიკოსი, არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ არაერთი
სიმღერისა და მუსიკის ავტორიც არის. ანრი ჯოხაძეს უამრავ საერთაშორისო
სიმღერის კონკურსზე აქვს აღიარება და სხვადასხვა ჯილდო მოპოვებული.
მისი სიმღერები არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა რადიოსა თუ ტელევიზიის
რჩეული. 2015 წელს ანრი გახლდათ მეგა შოუ „ვოისის“ მწვრთნელი, ხოლო
2018 წელს, მეგა შოუ „იქს ფაქტორის“ მწვრთნელი. მისი სოლო კონცერტები
გამორჩეული და ყოველთვის გრანდიოზულია. მუსიკოსს მონაწილეობა აქვს
მიღებული უამრავ სატელევიზო შოუში და დღემდე ქართული შოუ ბიზნესის
ერთ-ერთ აქტიურ წევრად რჩება",- აღნიშნულია
ღონისძიების აღწერაში.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენას
biletebi.ge-ზე შეძლებთ. ბილეთების ფასი 80
ლარიდან იწყება.
მასალის გამოყენების პირობები