20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები,
ორკესტრი და გუნდი.
მთავარი დირიჟორი - რეზო ჯავახიშვილი, ფორტეპიანო - გიორგი
გრძელიძე.
მუსიკოსმა და დირიჟორმა თეიმურაზ კობახიძემ ქუთაისში
ოპერის თეატრი 1969 წელს დააფუძნა.
1952-1962 წლებში იგი იყო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის
მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1962-1968
წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და
ბალეტის თეატრის დირიჟორი, პარალელურად თბილისის მუსიკალური კომედიის
თეატრის მთავარი დირიჟორი; 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის
ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი.
თეიმურაზ კობახიძისადმი მიძღვნილი კონცერტი კულტურის სამინისტროს
მხარდაჭერით იმართება.
ბილეთის ფასი პარტერი 10 ლარი, ბელეტაჟი, იარუსი - 5 ლარი.
კონცერტი მესხიშვილის თეატრში გაიმართება.
ქუთაისის ოპერის თეატრში სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები მერვე თვეა
მიმდინარეობს.
რეკონსტრუქცია გულისხმობს თეატრის შენობის სრულ განახლებასა და
თანამედროვე აპარატურით აღჭურვას.
პროექტის მიხედვით სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა
დასრულდეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები