დასრულდა კონკურსი ,,ქართული დრამატურგია - ქართული თეატრის
საფუძველი", რომელიც მესხიშვილის თეატრმა გამოცხადა.
"საუკეთესო ქართული პიესის" ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა და
დაჯილდოვდა სამი პიესის ავტორი.
1. თამარ ბართაია ,,ფეისბუქის ქვეყანა";
2. ნინია სადღობელაშვილი ,,როგორც კიდობანში";
3. გუგა მგელაძე ,,მავზოლეუმი";
ფულადი პრემია გადაეცა თამარ ბართაიას პიესისთვის ,,ფეისბუქის
ქვეყანა".
მესხიშვილის თეატრმა კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა ,,
ქართული დრამატურგია - ქართული თეატრის საფუძველი", პროექტის
ფარგლებში.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს უნდა წარმოედგინა
ორიგინალური ქართული პიესა, რომელიც არ გამოქვეყნებულა და არ დადგმულა
არც ერთ თეატრში.
პირველ ეტაპზე ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო დრამატურგიული
ტექსტი.
მეორე ეტაპზე, მესხიშვილის თეატრის რეჟისორების და მსახიობების
მონაწილეობით, თეატრის სცენაზე, მაყურებელთან ინტერაქციით, მოხდა
შერჩეული საუკეთესო პიესების სცენური კითხვა.
აღნიშნულ ეტაპს ორი დღე დაეთმო.
კონკურსის მესამე ეტაპზე, სამი საუკეთესო დრამატურგიული ტექსტიდან
გამოვლინდა ერთი გამარჯვებული ავტორი, რომელიც დაჯილდოვდა 2500
( ორიათასხუთასი) ლარით.
მასალის გამოყენების პირობები