28 ოქტომბერს, ქუთაისის ცენტრალურ პარკში, "Kutaisi DUBZ" ღონისძიება
გაიმართება.
21:00 საათზე, ღონისძიებაზე მისული ადამიანები ქართველ ჰიპ-ჰოპ
შემსრულებლებსა და ბას მუსიკას სწორ SoundSystem-ზე მოუსმენენ (Deka,
Fredy Baban, Jeronimo, Mush One, Juno, sTia).
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, საღამოს დასკვნით ნაწილში, შავი
პრინცისა და ძებნილების სადებიუტო ალბომის, „იძებნებას“ ფირფიტის
გამოცემასთან დაკავშირებით, დოკუმენტური ფილმის, „ჰიპ-ჰოპი მას
ენდო“-ს პრეზენტაცია და საჯარო ჩვენება გაიმართება.
„ფილმის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება შავი პრინცის გზა ბავშვობიდან
ქართული ჰიპ-ჰოპის ლეგენდის სტატუსამდე. ამ პერიოდში თანმდევი მისი
მეგობრები ისაუბრებენ მის პიროვნებაზე და შემოქმედებაზე. ძებნილებთან
ერთად ნათელს ავხდით პირველი ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის და ალბომის
ისტორიას, რომელიც 25 წლის შემდეგ ფირფიტის სახით გაცოცხლდა!“,-
აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.
საღამოს ორგანიზატორები „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა" და "Sioni
Hi-Fi Soundsystem"-ია.
მასალის გამოყენების პირობები