აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ბენდი „Flagship"-ი, ხვალ, 27 ივნისს,
ქუთაისში კონცერტს გამართავს.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საღამო, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, 18:00 საათზე
გაიმართება.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ბენდმა „Flagship"კონცერტი უკვე ჩაატარა
ბათუმში, დღეს მართავს ზუგდიდში, 28 ივნისს კი - გორში.
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოში ამერიკის საელჩოა.
მასალის გამოყენების პირობები