ქუთაისელი ანა ფიფია ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო
კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა.
კონკურსი თურქეთში, ქალაქ სიდეში ჩატარდა.
ამ წარმატებით ანამ ლიეტუვაში, საერთაშორისო ფესტივალზე „მუსიკა
საზღვრებს გარეშე“ სპეციალური მიწვევაც მიიღო.
ანა ფიფია ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახ. #2 სამუსიკო სკოლის მე-6
კლასის მოსწავლეა (ვიოლინო). მისი პედაგოგი შორენა ზვიადაძეა,
კ/მაისტერი კი - ნანა დოღონაძე.
მასალის გამოყენების პირობები