28, 29, 31 იანვარს მესხიშვილის თეატრში პრემიერის დღეებია.
წარმოდგენილი იქნება პოლონელი დრამატურგის ანჯეი სარამონოვიჩის
გახმაურებული კომედია "ტესტოსტერონის" თეატრალური
ვერსია.
სპექტაკლის დადგმა რეჟისორ ნინო მაღლაკელიძეს ეკუთვნის. პიესის
ინსცენირება ქართულ სცენაზე პირველად გაიმართება.
სპექტაკლში მოქმედება რესტორანში საქორწილოდ გაშლილ სუფრასთან ხდება.
სუფრას მხოლოდ შვიდი მამაკაცი შემორჩა. საყვარელი ქალისაგან
საკურთხეველთან მიტოვებულ სასიძოს ნათესავები და მეგობრები
ამხნევებენ...
"თუ გაინტერესებთ რით განსხვავდება ორი საპირისპირო სქესის
შეხედულებები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებთან დაკავშირებით და რას
ფიქრობენ მამაკაცები, მოდით და ნახეთ, ჩვენი თანამედროვე, 58 წლის
პოლონელი დრამატურგის ანჯეი სარამონოვიჩის გახმაურებული კომედია
,,ტესტოსტერონის" თეატრალური ვერსია, რეჟისორ ნინო მაღლაკელიძის მიერ
ქართულ სცენაზე პირველად შემოთავაზებული", - აღნიშნულია მესხიშვილის
თეატრის ვებ- გვერდზე მოწოდებულ ინფორმაციაში.
სპექტაკლში მონაწილეობენ: აბელ სოსელია (კორნელი), ბაქარ დეისაძე
(ფისტაჰი), სულხან გოგოლაშვილი (სტავროსი), გია საგინაშვილი
(ტრეტინი), ლექსო ჩემია (იანისი), ნიკა ნელაძე (ტიტუსი), იოანე
იმედაძე (ჭია), სოფიო ჩირაძე (ქალი).
"ტესტოსტერონი"19 საათზე დაიწყება.
სპექტაკლი 18+ ნიშნით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები