კულტურა
2015 წლის კულტურული ამინდი ქუთაისში და საახალწლო გარეგანათება როგორც „აქცია“
FaceBook
კულტურა წელსაც წარმატებით შეეცადა გაქცეოდა იმ რეალობას, სადაც უწევს არსებობა.

ქუთაისის საახალწლო განათება მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა საზოგადოების მხრიდან. გარემორთულობა მისმა კრიტიკოსებმა - ახალ წელთან, საზეიმო განწყობასა და განახლებასთან არაადეკვატურად მიიჩნიეს.

თუმცა, თუკი აღნიშნულ განათებას სხვა სტატუსს მივცემთ და მერიის მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებას პერფორმანსად ჩავთვლით, მაშინ ეს "აქცია" შეიძლება გაამართლო კიდეც.

შესაძლებელია მერიამ ამ მიმქრალი და გახუნებული განათებებით განვლილი კულტურული (და არა მარტო) წლის შეფასება გააკეთა და ეს საახალწლო მორთულობებში გამოხატა. ეს თუ ასეა, მაშინ არსებული ქუჩის განათება და საახალწლო ფონი სრულიად ადეკვატურია და წლის კულტურული (და არა მარტო) ნაწილის შესაფასებლად მშვენიერი გამოხატულებაა. სურათი, რომელიც მიგვანიშნებს დროში გაყინვაზე, წარსულთან და სიძველესთან ორიენტირებულობაზე, განვითარების შეფერხებაზე. მოკლედ ასეთი თვითკრიტიკული მერია არასდროს ყოფილა.

კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა ქუთაისში მიმდინარე კულტურული პროცესები საზოგადოების ნაწილის მხრიდანაც, უფრო ზუსტად, ამ პროცესების არარსებობა. კულტურა წელსაც წარმატებით შეეცადა გაქცეოდა იმ რეალობას, სადაც უწევს არსებობა. ისევ მოახერხა არ ყოფილიყო ირონიულ-თვითკრიტიკული. კულტურის მოღვაწეთა ნაწილი მაქსიმალური აპოლიტიკურობით, შესაბამისად დროისა და ეპოქის მიმალვით დაკავდნენ მათ არტპროდუქტებში. რეალობიდან გაქცევის მოტივი უცვლელი დარჩა - ხალხი დაღლილია პრობლემებით, ამიტომ პრობლემა არ უნდა დაისვას. შესაბამისად თეატრები, საგამოფენო დარბაზები აკადემიზმს, კლასიკას და მითოსს შეეფარნენ. მარადიული თემები მოიშველიეს, რომელთა შორის საერთოდ დაიკარგა "დროის ნიშანი".

ისევ დომინირებს ოფიციალური კულტურა, მისგან მოელიან ამინდის შექმნას. ამინდი შემქმნელად და შემოქმედად სახელმწიფოს დაფინანსება რჩება.

დაფინანსება მეტნაკლებად გაეზარდათ სხვადასხვა კულტდაწესებულებებს. მაგალითად, თეატრებს.

მესხიშვილის თეატრში დაიდგა 5 პრემიერა ნილ საიმონის "სიყვარულის ქრესტომათია", ალექსანდრე ქოქრაშვილი "მარწყვის ცივი ტორტი", ბილი უაილდერი "ჯაზში მხოლოდ ქალიშვულები არიან", დუმბაძის "კუკარაჩა", გიორგი ნახუცრიშვილი "ჭინჭრაქა" .

ოპერის თეატრში განახლდა "აბესალომ და ეთერი".

პრემიერებით განხორციელდა თოჯინების თეატრი, გაიმართა რამდენიმე მუსიკალური და ლიტერატურული კონკურსი და ა.შ.

თუმცა ხელოვნების მოყვარულები ნაკლებად ამჩნევენ ზრდას ხარისხში. საზოგადოების წარმომადგენლები ვერ საუბრობენ კულტურულ პროცესებზე, არამედ მიუთითებენ ცალკეულ კულტურულ პროექტებსა და მოვლენებზე.

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი ქუთაისში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან კულტურულ აქტივობად ორ მოვლენას გამოყოფს: " გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტი, რომელიც ნამდვილად იქნება დასამახსოვრებელი და ფემინისტი მხატვრისთვის, ლია უკლებასთვის "კატო მიქელაძის" პრემიის გადაცემა. ეს ორმაგად სასიხარულოა რადგან ლია ქუთაისელია და ამ ქალაქში ცდილობს სოციალური კულტურის დამკვიდრებას", - აღნიშნავს ქეთი ბერძენიშვილი.

ქუთაისში სოციალური არტის გააქტიურება ძირითადად "პრაქსისის" სახელოსნოს ხარჯზე წარიმართა. პრაქსისმა სააზროვნო სივრცე გახსნა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტიც განახორციელა.

ქუთაისში სთრით არტის ნიმუშებიც გამოჩნდა, სადაც ჯაზს გამოექომაგნენ. ლევან ბიბილეიშვილისა და ლია უკლებას პროექტით კედელი მოიხატა და ე.წ. ჯაზის ქუჩა გაჩნდა ქუთაისში. აღნიშნული აქციით ჯაზის არსებობა შეახსენეს პოპ- კულტურის მრავალრიცხოვან მემკვიდრეებს.

სოციალური საკითხები სთრით არტშიც გამოჩნდა, ქუთაისში კიდევ ერთი კედელი მოიხატება, რომელიც ფემინისტური თემატიკას გაახმოვანებს.

აღნიშნული პროექტებიდან ნაწილი მერიამ დააფინანსა, ისინი გამონაკლისის სახით შევიდნენ მერიის დაფინანსებული საინტერესო პროექტების რეპერტუარში. სხვა მხრივ საზოგადოების წარმომადგენლები ოფიციალური კულტურის ნაკლებ აქტივობაზე მიუთითებენ, თუმცა აღნიშნულ უმოქმედობას ოფიციალურ სტრუქტურებს რიგ შემთხვევაში გარკვეულ სიკეთედაც უთვლიან.

"ყველა უარყოფით მხარეს თავისი სიკეთე მოაქვს, ჩემი წიგნი ისევ ვერ გამოვეცი და ამის ხარჯზე ის იხვეწება და იხვეწება, თითქმის სრულყოფილებამდე მიაღწია, რადგან თითქმის 15 წელია, ვერ გამოვეცი, ანუ, მართლა არ ვიცი, ამ შემთხვევაში, კულტურას, მაგალითად, ოფიციალური სტრუქტურა თავისი უმოქმედობით ეხმარება თუ ხელს უშლის განვითარებაში", - აღნიშნავს მწერალი ტარიელ დათიაშვილი.

ოფიციალური მხარის ჩაურევლობამ შესაძლებელია კულტურა თუ არა კონკრეტული ტექსტები მაინც განავითაროს და მიმქრალმა ქუჩის საახალწლო მორთულობამ გარკვეული სათქმელი წარმოადგინოს. უნებლიე შეფასება ან წამოცდენა გააჩინოს წლის განმავლობაში წარმოებულ საკუთარ სამუშაოზ. წამოცდენა, რომელიც ყველაზე მრავლისმთქმელ „პერფორმანსად" და "კულტურულ მოვლენად" იქცა 2015 წლის განმავლობაში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.