კულტურა
ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 

აღორძინების პროექტი, რომლის ფარგლებშიც,  თეატრის, როგორც ტექნიკური, ასევე, შემოქმედებითი ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, კულტურის სამინისტროში ახლახანს შემუშავდა.

პროექტს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე უხელმძღვანელებს.

უფრო ზუსტად, პროექტი გულისხმობს, როგორც თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფასა, საერთაშორისო შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებასა და ქუთაისის საოპერო თეატრის მსოფლიოს წარმატებული თეატრების რიგში ჩაყენებას.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის შემუშავების პროცესში, კულტურის სამინისტროს  დახმარება აღმოუჩინა ქართველმა მომღერალმა თამარ ივერმა.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ეწვევა ქუთაისს ცნობილი მომღერალი, საოპერო რეჟისორი და იმპრესარიო ორლინ ანასტასოვი. მისი ვიზიტის მიზანია  სამუშაო შეხვედრების მოწყობა და თანამშრომლობა ქუთაისის ოპერის თეატრთან.

ორლინ ანასტასოვი, ირინა ლომინაძესთან ერთად,  ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების შესახებ ხედვის მომზადების პროცესში ჩაერთვება.

ქუთაისის ოპერის თეატრში აზუსტებენ, რომ ანასტასოვი  საერთაშორისო მიმართულებით თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს.

ანასტასოვი  10 და 11 ნოემბერს  ქუთაისის ოპერის თეატრში 2 სპექტაკლს - ზაქარია ფალიაშვილის ოპერას "აბესალომ და ეთერი" და პიეტრო მასკანის "სოფლის ღირსებას" დაესწრება, რომლებსაც თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულებენ. იგი ასევე სამუშაო ფორმატში შეხვდება თეატრის შემოქმედებითი გუნდის თითოეულ წევრს.


ინფორმაცია ორლინ ანასტასოვის შესახებ:

გამოჩენილი ბულგარელი მომღერლის (ბანი) ორლინ ანასტასოვის დებიუტი 20 წლის ასაკში შედგა რუსეს (ბულგარეთი) ოპერის სახელმწიფო თეატრში ვერდის "აიდაში" ეგვიპტის ფარაონის როლით. 
ორლინ ანასტასოვი ყველაზე ახალგაზრდა ბანია,  რომელსაც ოდესმე უმღერია „ლა სკალას“ თეატრში. იგი არაერთხელ წარსდგა ამ თეატრის მსმენელთა წინაშე. ორლინ ანასტასოვს  მრავალჯერ აქვს ნამღერი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ თეატრებში: ლონდონის "კოვენთ გარდენში", ნიუ იორკის "მეტროპოლიტენ ოპერაში", ვენის "შტაატსოპერაში", პარიზის "გრანდ ოპერაში", მადრიდის სამეფო ოპერაში, ლისაბონის "ლისეოში", პალერმოს თეატრში "მასსიმო", "არენა დი ვერონაში" და ა.შ.

ორლინ ანასტასოვს შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს ისეთ დიდ დირიჟორებთან, როგორებიც იყვნენ და არიან კოლინ დეივისი, ლორინ მააზელი, ჟორჟ პრეტრი, მარკ ელდერი, რიკარდო შაი, დანიელ ორენი, ცნობილ რეჟისორებთან უგი დე ანასთან, პიერ ლუიჯი პიცისთან, დევიდ მაკ-ვიკარასთან.

ბოლო წლებში ორლინ ანასტასოვი საზოგადოების წინაშე არაერთხელ წარსდგა საოპერო რეჟისორის ამპლუაში - 2019 წელს საერთაშორისო საოპერო ფესტივალის "არენა სოვერატო"-სთვის ანასტასოვმა დადგა პუჩინის "ტოსკა", ეს წარმატებული საოპერო სპექტაკლი იქცა მის სარეჟისორო დებიუტად. მას შემდეგ მოუხდა სხავადასხვა ოპერების დადგმა ისრაელში, იტალიაში, საფრანგეთში, მალტაში, იაპონიაში.

ორლინ ანასტასოვი შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, წარმატებით ეწევა პედაგოგიურ და საპროდიუსერო მოღვაწეობასაც.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.