კულტურა
ფესტივალი „ვენტილაცია“ დასრულდა - ძიების პროცესი გრძელდება
FaceBook
ქუთაისში მიმდინარე მცირე ფესტივალი "ვენტილაცია" დასრულდა. "პრაქსისის" სახელოსნოში ბოლო ივენთი პოეტ დათო ყანჩაშვილს (იორიკი), მხატვარ ქრისტინე რობაქიძეს და მუსიკოს Chi Cho-ს დაეთმოთ.

"ვენტიალციაზე“ გავინიავეთ გულები და ემოციები", -აღნიშნავენ "ვენტილაციის" მონაწილეები.
განიავებასთან ერთად გარკვეული სურათიც შექმნეს,სადაც, როგორც აღმოჩნდა, პოეზიამ განსაკუთრებული ფონი შექმნა. "პოეზია მუშაობს საოცრად, ყველაზე ეფექტური პოეზია აღმოჩნდა", - აღნიშნავს ფესტივალის ერთ -ერთი ორგანიზატორი ტარიელ დათიაშვილი.
წლევანდელი "ვენტილაცია" დასრულდა, თუმცა ძიების პროცესი გრძელდება, ასევე ღიაა სივრცე ისეთი ადამიანებისთვის ""რომელთაც არა აქვთ სივრცე, სადაც შეუძლიათ საკუთარი თავი აჩვენონ, გვანახონ, რას და როგორ აკეთებენ.შესაბამისად ძიების პროცესი გრძელდება", - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.
რას და როგორც აკეთებდნენ "ვენტილაციაზე" მნიშვნელოვან და ხარისხიან სამუშაოდ ესახებათ პროექტის მხარდამჭერებს,შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს.
"ვენტილაცია" მეორედ დაფინანსდა ეს ერთადერთი გამონაკლისი იყო იმიტომ, რომ სააგენტოში  ყოველთვის ცდილობენ სხვადახსვა პროექტი მოიცვან, თუმცა თვითონ ამ პროექტის ხარისხი შარშან იმდენად კარგი იყო და იმდენად დადებითი გამოხმაურება ქონდა როგორც მონაწილე, ისე დამსწრეების მხრიდან, რომ წელსაც დაფინანსდა. მნიშვნელოვანია რომ რეგიონებში გაკეთდეს ასეთი პროექტები და კულტურის გაცვლა მოხდეს. ამ პროექტებით ბევრი ხალხი დაუკავშირდა ერთმანეთს", - აღნიშნა კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამრიკო ჯანაშიამ.
პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის" ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).
ეკა კუხალაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.