ქუთაისში ახალი თეატრალური სივრცე შეიქმნა. ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფმა ალტერნატიული თეატრი დააფუძნა და სპექტაკლიც წარმოადგინა.
მისასალმებელია როდესაც ახალი და
განსხვავებული თეატრალური სივრცე იქმნება ქალაქში. პლატფორმა,
სადაც სხვაგვარად გააჟღერებენ სათქმელს. სხვა ფორმას მოძებნიან, სხვა
თემებს შეეხებიან. იმაზე ილაპარაკებენ რაც პოპულარული არ არის, მაგრამ
მნიშვნელოვანია. ისეთ ექსპერიმენტებს მიმართავენ რასაც სხვა თეატრებში
უფრთხიან. ყოველ შემთხვევაში ასეა იდეაში.
სპექტაკლმა „ბოლო სამუშაო დღე“ მაყურებელი შახტში „შეიყვანა“ და
ტრაგედიის თანამონაწილე გახადა. აიძულა სხვისი ტრაგედია გაეთავისებინა
და გმირების ადგილას აღმოჩენილიყო, მაგრამ ესეც მხოლოდ
იდეაში.
მაყურებლები, რომლებსაც ბევრი ისტორია ესმის მაღაროზე, ისმენს სტატისტიკას, ციფრებს, უყურებს საინფორმაციოებს, კითხულობს ნიუსებს, მაგრამ მაინც შორს არის ამ ამბებიდან ავტორებმა მოქმედების ეპიცენტრში შეიყვანეს ყოველ შემთხევვაში ამის განზრახვა ქონდათ.
მოკლედ, სპექტაკლის ავტორებს ბევრი კარგი და კეთილშობილი სურვილი ქონდათ. მაგრამ მოგეხსენებათ კეთილი და კარგი განზრახვების მსურველებით სავსეა ჯოჯოხეთი.
იმიტომ რომ, როგორც ასევე მოგეხსენებათ, მხოლოდ კეთილი
განზრახვა არ კმარა, ის არ ავსებს სათქმელს, ნაწარმოებს ვერ აძლევს
ფორმას. არ აღრმავებს შინაარსს, არ უზრუნველყოფს სპექტაკლის რიტმის
გამართულობას და ა.შ.
„ბოლო სამუშაო დღის“ ავტორებმა მხოლოდ კარგი განზრახვა და
კეთილი სურვილები შემოგვთავაზეს გამართული დრამატურგიის
და რეჟისურის, სათქმელისთვის შესაბამისი ფორმის, საჭირო რიტმის,
თამაშის ოსტატობის, განათების, მხატვრობის და სივრცის გააზრების
გარეშე. ეს ყველაფერი ზედმეტად ჩათვალეს, ან არ ჩათვალეს ზედმეტად,
მაგრამ დააკლეს შრომა, ფიქრი, ამიტომ კეთილი გაზრახვა დარჩა
სიცარიელეში გამოკიდებული უმწეოდ და დაუცველად. მას ვერ დაეხმარა ვერც
ერთი თეატრალური კომპონენტი სათქმელის და თემის შესაბამისი სხეული რომ
მისცემოდა.
ცხოვრებისეული ტრაგედია თეატრის სივრცეში არ გადმოვიდა ტრაგედიად,
არამედ იქცა ფარსად.
ყველაზე დიდი პრობლემა, ტრაგედია, გულისმომკვლელი ამბავი, ყველაზე
დიდი სიმართლეც და სიკეთეც ტყუილად და სიყალბედ გადაიქცევა. თუკი მას
არ მიეცა მხატვრული ფორმა და არ იქცა მხატვრულ სიმართლედ. ძალიან
ელემენტარულია. მაგრამ ელემტარული ნაწილაკებით არის გაჯერებული ეს
სამყარო და ელემეტარულის გათვალისწინებით იქმნება კარგი სპექტაკლებიც,
რომლებიც იწვევენ კათარზისს.
„ბოლო სამუშაო დღეში“ წარმოდგენილი ორი მაღაროელის ტრაგედია არ
იწვევს კათარზისს, არამედ მხოლდდამხოლოდ უხერხულობის განცდას.
უხერხულობებს კი ადამიანები გაურბიან.
გაქცეულ ადამიანებს კი არ გამოუვათ სოლიდარობა.
ფოტო: ვარლამ ფესტვენიძე
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები