ჟიური კონკურსში მონაწილეებს ქულების სისტემით შეაფასებს.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გუნდისა და სოლისტებისთვის კონკურსი 27-28 სექტემბერს გაიმართება.
როგორც ოპერის თეატრში განმარტავენ, გუნდის 53 მომღერალს და 22 სოლისტს დავალებები კანონით განსაზღვრული ვადით ანუ სამი თვით ადრე ჰქონდათ მიცემული.
კონკურსანტებს ჟიური შეაფსებს, რომლის ვინაობა არ ხმაურდება. ჟიური კონკურსში მონაწილეებს ქულათა სისტემით შეაფასებს. ქულებით უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის მომღერლები გამოვლინდებიან, რომელთაც მინიჭებული კატეგორიის მიხედვით დაუდგინდებათ ხელფასები.
"კონკურსები იმის საშუალებას მისცემს თეატრს გაარკვიოს რა რესურსი გააჩნია", - აღნიშნავს ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აკაკი ანდღულაძე.
მასალის გამოყენების პირობები