ელექტრონული მუსიკის საღამო წყალტუბოში პირველად ჩატარდა.
ზაფხულის სეზონის დახურვა წყალტუბოში ელქტრონული მუსიკის საღამოთი აღინიშნა.
Dj ZaPa და Dj Walld- ის მუსიკამ საკონცერტო დარბაზ "ივერიას" წინ უამრავ მსმენელს მოუყარა თავი.
საღამო გვიანობამდე გაგრძელდა, მუსიკის მოყვარულები აქ სხვადსხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ.
ელექტრონული მუსიკის საღამო წყალტუბოში პირველად ჩატარდა. მომავალში წყალტუბოში კლასიკური მუსიკის და ჯაზის ფესტივალების გამართვა იგეგმება.
საღამოს ორგანიზატორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა ტურიზმის განვითრების ცენტრია, პროექტის მხარდამჭერია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მასალის გამოყენების პირობები