კულტურა
„თეატრის ენა უნივერსალურია“ - ბელორუსის თეატრი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ბელორუსის დრამატურგიის რესპუბლიკურმა თეატრმა საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სპექტაკლი "პელიკანი“ წარმოადგინა.

ბელორუსის თეატრი ქუთაისს მეორე დღეა სტუმრობს და კიდევ ორი სპექტაკლის ჩვენებას გეგმავს.

ბელორუსის დრამატურგიის რესპუბლიკური თეატრი პირველად იმყოფება საქართველოში. იგი მესხიშვილის თეატრის მოწვევით ჩამოვიდა. მესხიშვილის თეატრის საპასუხო ვიზიტი ოქტომბრის თვეში იგეგმება.


ბელორუსის დრამატურგიის რესპუბლიკური თეატრმის წარმომადგენლები

თეატრი ახალგაზრდაა  და მხოლოდ 29 წელს ითვლის. თუმცა, გააჩნია მრავალფეროვანი რეპერტუარი.

„თეატრი თავიდან როგორც თეატრი ლაბორატორია ასე იყო ჩაფოქრებული, თუმცა შემდეგ „დრამატურგიის ცენტრი“ თეატრის ცალკე სტრუქტურა გახდა და ძალიან წარმატებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა... ცენტრში დრამატურგებთან მუშაობენ, იწერება პიესები. იქ შექმნილი ბევრი პიესა მოხვედრილა ჩვენს სცენაზე და არა მარტო ჩვენს სცენაზე. რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებშიც  არის მოთხოვნა ჩვენს ლაბორატორიაში შექმნილ პიესებზე. პატარა ბელორუსი ახალი დრამის პიესებს ქმნის, რომლებიც მოსწონთ და დგამენ ჩეხეთში, გერმანიაში, ყველაზე შორს ურუგვაიშიც.“-აღნიშნავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე გარცუე. 

თეატრის  ამ ლაბორატორიის წარმომადგენელია დრამტურგი ანდრეი ივანოვი, რომლის პიესის „ყველაფერი ის არის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ქუთაისელი მაყურებელი 5 მაისს იხილავს.

„სპექტაკლი ეხება მოზარდებისა და მშობლების ურთიერთობას, თემა აქტუალურია და ეს პრობლემა ყველას აწუხებს. სპექტაკლში მცირე ცვლილება შევიდა, იმიტომ რომ  ჩვენთან კანონით იკრძალება უცენზურო გამონათქვამები ხელოვნებაში, ამიტომ პიესიდან მათი ამოღება მოგვიხდა, სხვა მხრივ ინარჩუნებს ორიგინალ ტექსტთან ერთობას. ამ პიესას დგამენ რუსეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, ლიტვაში. იგი საკმაოდ პოპულარულია“, - ამბობს   ბელორუსის დრამატურგიის რესპუბლიკურმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 

როგორც თეატრის დირექტორმა სვეტლანა კარიუკინამ აღნიშნა, თეატრი თემებით და ფორმით ცდილობს მუდმივად კავშირში იყოს  თანამედროვეობასთან. მათ არც კონკურენციის ეშინიათ. კონკურენციის თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ინტერნერტთან და სოციალურ ქსელებთან.

„თეატრი ფიქრის ადფგილია. ფიქრი და გააზრება ყველა დროში ჭირდება ადამიანს. ამიტომ თეატრი უკვდავია. ასევე თეაქტრს აქვს უნივერსალური ენა, რაც ენობრივ ბარიერს აქრობს. მთავარი ემოციებია“,- აღნიშნავს თეატრის დირექტორი სვეტლანა კარიუკინა. 

ბელორუსის თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლებიდან ორი ბელორუსულ ენაზეა. ბელორუსის დრამატურგიის რესპუბლიკურმა თეატრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ცდილობენ ბელორუსულ ენას გაუწიონ პროპაგანდა და მოახდინონ მისი რეაბილიტაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში
სოლისტად აირჩიეს.
09:16 / 08.11.2024

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე მანჰეტენის ორკესტრში სოლისტად აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.